მთავარიმთავარი ამბავიალექსეი ნავალნი რუსმა სამმართალდამცავებმა აეროპორტში დააკავეს

ალექსეი ნავალნი რუსმა სამმართალდამცავებმა აეროპორტში დააკავეს

 

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი მოსკოვის “შერემეტიევოს” აეროპორტში სასაზღვრო კონტროლის გავლის დროს დააკავეს. პოლიტიკოსის განცხადებით, ის სამშობლოში საბრძოლველად დაბრუნდა. სანამ მას პოლიცია წაიყვანდა, რუსმა პოლიტკოსმა განცხადების გაკეთება მოასწრო.

 

“ჩემი მოსკოვში დაბრუნება განსაკუთრებული გადაწყვეტილება არ ყოფილა. მე არჩევანი არ გამიკეთებია, დავბრუნებულიყავი თუ არა. საკითხს ასე არც განვიხილავდი. ჩემი დაბრუნება კი ნიშანია იმისა, რომ აქ ბრძოლაა საჭირო, რადგან… ეს მაღალჩინოსნები ამაზრზენი ქურდები კი არა, არაფრის მაქნისი ხალხია, რომლებიც უსარგებლო საქმეს აკეთებენ. მათ ამ შესანიშნავი ქალაქის საჰაერო უსაფრთხოება საფრთხის წინაშე დააყენეს. და რისთვის? მხოლოდ იმ კაცის გამო, რომელიც, პუტინის აზრით, არავის სჭირდებოდა,“ – განაცხადა ალექსეი ნავალნიმ.

ნავალნი რუსეთში აგენტი “ნოვიჩოკით” მოწამვლიდან 5 თვის შემდეგ მეუღლესთან ერთად  გერმანიიდან დაბრუნდა. მისმა რეისმა გეზი შეიცვალა და “ვნუკოვოს” აეროპორტის ნაცვლად, “შერემეტიევოსკენ” გაფრინდა. საერთაშორისო ორგანიზაცია “ამნესტი ინთერნეიშენალმა” ალექსეი ნავალნის  სინდისის პატიმარი უწოდა.

ბერლინში თვითმფრინავის აფრენამდე ნავალნიმ ჟურნალისტებს სთხოვა,  ადგილები სწრაფად დაეკავებინათ, რომ დროულად დავძრულიყვნენ და რუსეთში დაბრუნებულიყო. ნავალნის თქმით, ის რუსეთის დატოვებას არც აპირებდა და  გერმანიაში რეანიმაციის საჭიროების გამო ჩაიყვანეს.

ვნუკოვოს აეროპორტში კი, სადაც ალექსეი ნავალნის თვითმფრინავი უნდა დაფრენილიყო, ნავალნის მხარდამჭერები დააკავეს. 40-მდე დაკავებულთა შორის არიან ნავალნის კორუფციასთან ბრძოლის ფონდის თანამშრომლებიც.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend