მთავარი draft geo მსოფლიო ლიდერები ნავალნის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ

მსოფლიო ლიდერები ნავალნის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ

მოსკოვის აეროპორტში რუსი ოპოზიციონერის დაკავებას ევროკავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში გამოხმაურება მოჰყვა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ტვიტერში გამოაქვეყნა სტატუსი, რომელშიც აღნიშნავს, რომ დიდად შეწუხებულია რუსეთის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო.

“თავდაჯერებულ პოლიტიკურ ლიდერებს კონკურენტების არ ეშინიათ, მათ წინააღმდეგ არც ძალადობრივ მეთოდებს იყენებენ და არც თავისუფლებას უზღუდვენ”, — წერს პომპეო.

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი წერს, რომ ნავალნი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს და რუსეთმა მისი სუაფრთხოება უნდა უზრუნველყოს.

“პოლიტიკური ოპონენტების დაკავება რუსეთის საერთაშორისო ვალდებულებებს ეწინააღმდეგება”, — აცხადებს ევროკომისიის პრეზიდენტი.

გაერთიანებული სამეფოს საგარეო და თანამეგობრობის საქმეთა სახელმწიფო მდივანი დომინიკ რააბის თქმით, რუსეთმა ნავალნი კი არ უნდა დააკავოს, არამედ აგვიხსნას, თუ როგორ დაესხნენ მას თავს რუსეთის ტერიტორიაზე ქიმიური იარაღით.

რუსეთის მთავრობამ არაერთხელ უარყო ბრალდება და განაცხადა, რომ ალექსეი ნავალნის მოწამვლაში ხელისუფლება არ არის დამნაშავე.

უახლესი

სხვა ამბები