მთავარიდღის ამბებიგერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი მერკელის შემცვლელს ირჩევს

გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი მერკელის შემცვლელს ირჩევს

გერმანიაში 16 იანვარს გაირკვევა, თუ ვინ დაიკავებს ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის თავჯდომარის თანამდებობას, რომელიც გერმანიის კაცლერ ანგელა მერკელს უკავია. არჩევნებში 3 კანდიდატი მონაწილეობს და ონლაინ რეჟიმში თავის არჩევანს 1001 დელეგეტი შეაჩერებს. არჩევნებში გამარჯვებული ან თავად დაიკავებს კანცლერის თანამდებობას, ან მონაწილეობას მიიღებს მომავალი კანცლერის შერჩევის პროცესში.

16 იანვარს გაირკვევა, თუ ვინ გახდება გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის მომავალი თავმჯდომარე. 1001 დელეგატი ონლაინრეჟიმში გააკეთებს არჩევანს.

არჩევნები მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც ყოფილი თავმჯდომარე ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერი თებერვალში დაკავებული თანამდებობიდან გადადგა.

ვაკანტურ თანამდებობაზე სამი კანდიდატურა განიხილება, კონსერვატორი ფრიდრიხ მერცი, ლიბერალი არმინ ლაშეტი და აუთსაიდერი ნორბერტ რეტგენი.

მერცს მერკელის ეპოქის დასრულება სურს. ეკონომიკის მხრივ, ლიბერალმა პოლიტიკოსმა 2018 წელს უკვე სცადა ამ თანამდებობის დაკავება, თუმცა იგი კრამპ-კარენბაუერთან დამარცხდა. 2000-დან 2002-მდე იგი საპარლამენტო ჯგუფის ლიდერი იყო, სანამ მერკელმა არ აიძულა, თანამდებობა დაეტოვებინა. ამის შემდეგ მერცი მერკელის მწვავე მეტოქე გახდა.

ლაშეტს მერკელის პოლიტიკის გაგრძლება სურს. იგი ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის პრემიერ-მინისტრია. იგი ერთადაერთი კანდიდატია, რომელიც პანდემიის დროს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს იღებდა. ოპონენტებთან შედარებით ლაშეტი თავს მოგებული არჩევნებითა და საკუთარი გამოცდილებით იწონებს თავს.

2012 წელს რეტგენმა სწორედ ლაშეტთან წააგო არჩევნები, რომელივ ჩრდილოეთ რაინ-ვეტსფალიას პრემიერ-მინისტრობის თანამდებობის დასაკავებლად გაიმართა. ახლა შესაძლოა, ამჯერად მოულოდნელი გამარჯვება მოიპოვოს. წაგებული არჩევნების შემდეგ,  მერკელმა იგი გარემოს დაცვის მინისტრის თანამდებობიდან გაათავისუფლა. რეტგენის განცახდებით, იგი  თანამედროვე ცენტრისტულ პოლიტიკას ემხრობა და სხვა კანდიდატებთან შედარებთ, ბევრად კომპრომისული ადამიანია.

თუმცა, თუ რომელიმე კანდიდატი უმრავლესობას ვერ მოიპოვებს, ამ შემთხვევაში მეორე ტური გაიმართება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend