მთავარიდღის ამბებიიტალიაში მაფიის წინააღდეგ მაშტაბური სასამართლო პროცესი დაიწყო

იტალიაში მაფიის წინააღდეგ მაშტაბური სასამართლო პროცესი დაიწყო

იტალიის სახრეთ ნაწილში, კალაბრიის პატარა ქალაქ ლამეცია  ტერმეში, ბოლო 30 წლის განმავლობაში იტალიური მაფიის წინააღმდეგ ყველაზე მასშტაბური სასამართლო პროცესი დაიწყო. მოსამართლის წინაშე 300-ზე მეტი ბრალდებული წარდგება. მათ შორის არიან მაფიის წევრები, პოლიტიკოსები, ადვოკატები და ბიზნესმენები.

13 იანვარს იტალიაში ბოლო 30 წლის განმავლობაში მაფიის წინააღმდეგ ყველაზე დიდი სასამართლო პროცესი დაიწყო. პროკურორები იმედოვნებენ, რომ გამანადგურებელ დარტყმას მიაყენებენ “ნდრანგეტას” დანაშაულებრივ დაჯგუფებას, რომელსაც ძლიერი გავლენა აქვს მთელ მსოფლიოში.

მაფიის 300-ზე მეტი წევრი, პოლიტიკოსები, ადვოკატები, ბიზნესმენები და სხვები, რომელთაც ბრალად დანაშაულებრივ დაჯგუფებასთან თანამშრომლობა ედებათ, უზარმაზარ სპეციალურად მოწყობილ სასამართლო დარბაზში მოსამართლის წინაშე წარდგებიან. სასამართლო პროცესი გაიმართება  სამხრეთკალაბრიულ ქალაქ ლამეცია-ტერმეში. სასამართლო პროცესის დაწყებამდე პროკურორმა ნიკოლა გრატიერიმ ევროპაში მართლმსაჯულების სისტემის მნიშვნელობაზე ისაუბრა.  მისი განცხადებით, ევროპის ქვეყნების უმეტესობაში მოუქნელი მართლმსაჯულების სისტემებია. მათ არ იციან,  როგორ უნდა ებრძოლონ ფულის გათეთრებას და  ამის პოლიტიკური ნებაც არ არსებობს.

მიმდინარე პროცესი განიხილავს “მანკუზოს” დანაშაულებრივი ჯგუფის საქმეს. ეს დაჯგუფება კალაბრიის ვიბო-ვალენტიას ტერიტორიას აკონტროლებს.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend