ავტორი: ალეკო გვეტაძე
ფოტოგრაფი: ირაკლი შალამბერიძე
მოძრაობის “შემახე ამნისტია” ორგანიზებით, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან მცირე საპროტესტო აქცია გაიმართა. საზოგადოებრივი ჯგუფის ლიდერებმა, პატიმრების ოჯახის წევრებთან ერთად, გააპროტესტეს ის ფაქტი, რომ საქართველოს პრეზიდენტმა ამნისტიის შესახებ ახლად მიღებულ კანონს ხელი მოაწერა. აქციის ორგანიზატორები მიღებული კანონის საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებასა და დიპლომატიური კორპუსისთვის მიმართვასაც აპირებენ.
აქციის ორგანიზატორები თვლიან, რომ „პარლამენტმა საქართველოს ისტორიაში ყველაზე არაჰუმანური ამნისტია მიიღო, რომელიც პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დაამტკიცა“. აქტივისტები პრეზიდენტის ამ ნაბიჯს არაჰუმანურს უწოდებენ და აცხადებენ, რომ მან არ გაითვალიწინა პატიმრების ოჯახის წევრების მოთხოვნები.
ირმა ბითაძე, პატიმრის დედა: „ჩემი შვილი სასჯელს ვენების გადაჭრისთვის იხდის. ვითხოვ, ამნისტია მასაც შეეხოს“.
აქტივისტები ფართომასშტაბიანი აქციების გამართვას კიდევ რამდენიმე ქალაქში აპირებენ. ქუჩის პროტესტის გარდა, მათ გეგმაში ამნისტიის ახალი კანონის საკონსტიტუციო სასამართლოში გაპროტესტებაც შედის.