მთავარიდღის ამბებიტრამპი ტეხასში

ტრამპი ტეხასში

 ვაშინტონში, კაპიტოლიუმის შენობაში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მომხრეების შეჭრის შემდეგ, ტრამპი საჯაროდ პირველად 12 იანვარს გამოჩნდა. მანმდე იგი ტეხასის შტატში იმყოფებოდა, სადაც თანამოაზრეებს განუცხადა, რომ დემოკრატები მისი სიტყვის თავისუფლებას ზღუდავენ. არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის დემოკრატების პარტიამ ტრამპის იმპიჩმენტი უკვე მეორედ მოითხოვა. ეს აშშ-ის ისტორიაში პირველი შემთხვევვაა, როდესაც მოქმედის პრეზიდენტის გადადგომის საკითხი დღის წესრიგში მეორედ დადგა. მას ბრალი დემონსტრანტთა წაქეზებაში ედება. 

კაპიტოლიუმის შენობაში მომხდარი ინციდენტის შემდეგ, დონალდ ტრამპი საჯაროდ პირველად გამოჩნდა. არეულობის დროს 5 ადამიანი გარდაიცვალა, ათეულობით კი მძიმედ დაშავდა. მაშინ, როდესაც დემოკრატები ტრამპის გადადგომას ითხოვენ, იგი ტეხასის შტატში მექსიკის საზღვარზე აშენებული კედლის სანახავად წავიდა.

„სანამ დავიწყებდით, მინდა ვთქვა, რომ ჩვენს ქვეყანაში სიტყვის თავისუფლება ისეა შეზღუდული, როგორც არასდროს. 25-ე შესწორების მე არ მეშინია. ეს ყოველივე უკან დაუბრუნდება ბაიდენსა და მის ადმინისტრაციას. ფრთხილად იყავით, როდესაც რამეს ისურვებთ,“– განაცხადა დონალდ ტრამპმა ტეხასში.  „ეს ხუმრობა იმპიჩმენტის შესახებ ჩვენთან მიმართებაში “კუდიანებზე ნადირობის” გაგრძელებაა. სწორედ ეს იწვევს ასეთ ბრაზს, დაყოფასა და ტკივილს.“

დემოკრატებმა ტრამპის იმპიჩმენტი უკვე მეორედ მოითხოვეს. ისინი თვლიან, რომ სწორედ ტრამპს ეკისრება პასუხისმგებლობა  კაპიტოლიუმის შენობაში განვითარებულ მოვლენებზე. 13 იანვარს  კანონმდებლები კიდევ ერთხელ შეიკრიბებიან ვაშინგტონში მას შემდეგ, რაც ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა 25-ე შესწორების ძალაში შესვლის პროცესი შეაჩერა.

ტრამპს  დემონსტრანტების წაქეზებაში ედება ბრალი.

თავდასხმის დროს ათობით ადამიანი დააკავეს და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით ბრალი წაუყენეს.

„გუშინ ჩვენ მოვიწვიეთ ეროვნული უსაფრთხოების პროკურორები და სხვა კომპეტენტური პირები. მათ განიხილეს კაპიტოლიუმზე თავდასხმა და მისი ტრაგიკული შედეგები. საკმაოდ მძიმე ბრალდებებია და უმეტესობა თავისუფლების 20 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს“, –  განაცხადა აშშ-ის ადვოკატის მოვალეობის შემსრულებელმა კოლუმბიის ოლქში.

ეროვნული გვარდია ვაშინგტონის შენობაში განლაგდა და  შენობის დაცვა კიდევ უფრო გაძლიერდა.

გამოძიების ფედერალური ბიურო სენატს აფრთხილებს, რომ 20 იანვარს ბაიდენის ინაუგურაციას შესაძლოა ვაშინგტონსა და ბევრ სხვა შტატში შეიარაღებული საპროტესტო გამოსვლები მოჰყვეს.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend