მთავარიCOVID-19კორონავირუსი ევროპაში

კორონავირუსი ევროპაში

გასულ თვეში ირლანდიამ ექვსკვირიანი საყოველთაო კარანტინი გამოაცხადა. დეკემბრის დასაწყისში  ევროკავშირის ქვეყნებს შორის კორონავირუსის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ირლანდიაში გამოვლინდა.

მაგრამ მას შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. დეკემბრის შუა რიცხვებიდან ვირუსი მთელ ქვეყანაში ისევ გავრცელდა.

 

შობის დღესასწაულზე ხალხის შეკრებამ, რესტორნებისა და გასტრო-ბარების გახსნამ ვირუსის გავრცელებას შეუწყო ხელი.

დამაფიქრებელია  ის ფაქტიც, რომ ირლანდიაში ახალი კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა. ჰოსპიტალიზებულთა რაოდენობაც სწრაფად იმატებს.

 

ეს მეტ შეზღუდვას ნიშნავს და რა თქმა უნდა, პირბადის ტარება კვლავ სავალდებულოა.

ირლანდიის საავადმყოფოების კონსულტანტთა ასოციაციამ საავადმყოფოების მდგომარეობა გააკრიტიკა.

 

ინგლისმა, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ვაქცინაციის პროგრამა ქვეყნის მასშტაბით გააფართოვა.

 

დიდ ბრიტანეთში ინფიცირების შემთხვევებმა იმატა. ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა მოსახლეობას მოუწოდა, რომ ვაქცინაციის პერიოდში უსაფრთხოების წესები სრულად დაიცვას.

 

მეთ ჰენკოკი, დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრი:

 

„მიუხედავად იმისა, რომ სერიოზული სამუშაოები მიმდინარეობს, თითოეულმა ჩვენგანმა უნდა გააგრძელოს ამ ვირუსის წინააღმდეგ დაწესებული შეზღუდვების დაცვა. გთხოვთ, გაითვალისწინოთ და დაგვეხმაროთ ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებაში, სანამ ჩვენ ამ ამბიციურ გეგმას რეალობად ვაქცევთ. ასე რომ, გთხოვთ, დარჩეთ სახლში, დაიცვათ წესები და ასე  გადავარჩინოთ მრავალი სიცოცხლე ”.

 

 

ალბანეთშიც  დაიწყო ვაქცინაცია. პრემიერ-მინისტრი ედი რამა პირველი იყო, რომელმაც ვაქცინა მიიღო. მანამდე ედი რამამ ევროკავშირს უსაყვედურა, რომ  ბალკანეთი იმუნიზაციის პროგრამის გარეშე დატოვა. თუმცა ალბანეთი ევრობლოკის წევრი არ არის. საბოლოოდ, ალბანეთმა თავად უზრუნველყო ვაქცინების მიწოდება.

 

 

 

ედი რამა – ალბანეთის პრემიერ-მინისტრი

„ჩვენ გავთავისუფლდით მძიმე ტვირთისგან, პასუხისმგებლობისგან და არ დავუშვით, რომ ალბანეთი რიგში ბოლო ყოფილიყო.”

 

 

ევროპის სხვა ქვეყნების მსგავსად, პორტუგალიაც საყოველთაო კარანტინის შემოღებას აპირებს, რადგან ვირუსის გავრცლების გამო სამედიცინო სექტორი საქმეს ვეღარ აუდის.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend