მთავარიევროპასერბეთისერბეთი ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებლით ევროპაში პირველ ადგილზეა

სერბეთი ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებლით ევროპაში პირველ ადგილზეა

სერბეთი ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებლით ევროპაში პირველ ადგილზეა. ამ დასკვნამდე  ,,გლობალური ალიანსი ჯანდაცვისა და დაბინძურების შესახებ” კვლევის შედეგად მივიდა. ჰაერის დაბინძურებამ დასავლეთ ბალკანეთის რამდენიმე  ქალაქში ჭვარტლის სქელი ნისლი ე.წ.  სმოგი გამოიწვია, რასაც საპროტესტო აქციები მოჰყვა.  სერბეთის მოქალაქეები  ხელისუფლებისგან პრობლემის გადასაჭრელად შესაბამისი ზომების მიღებას მოითხოვენ. ხელისუფლებას კი, ჯერჯერობით,  კომენტარი არ გაუკეთებია, თუ როგორ აპირებს ქვეყანაში ჰაერის დაბინძურების წინააღმდეგ ბრძოლას.

სერბეთში ჰაერის დაბინძურება ძირითადად ავტომობილების გამონაბოლქვი და ნახშირისა და ხე-ტყის წვის შედეგად გამოყოფილი კვამლი იწვევს. გარემოს დაცვის ექსპერტ ალექსანდარ მაკურას განცხადებით, ჰაერის დაბინძურების მაღალი და სახიფათო მაჩვენებელი ზამთრის თვეებში უკვე ჩვეულებრივი მოვლენა გახდა და ამას გათბობის სისტემა იწვევს.

,,ოჯახების უმრავლესობა გასათბობად ჯერ კიდევ იყენებს ინდივიდუალური გათბობის სისტემებს, რომლებიც ნახშირსა და შეშაზე მუშაობს. ეს არის მავნე ნივთიერებების ჰაერში გავრცელების ერთ-ერთი ძირითადი წყარო. ასევე მავნებელია სერბეთსა და მთლიანად რეგიონში არსებული ელექტროსადგურები, რომლებიც ევროპაში გოგირდის დიოქსიდის გამოყოფის მთავარი წყაროა’’, აცხადებს გარემოს დაცვის ექსპერტი ალექსანდარ მადურა.

მიუხედავად იმისა რომ, სერბეთში ჰაერის დაბინძურებას აპროტესტებენ, ხელისუფლებას ჯერჯერობით არაფერი უთქვამს, თუ როგორ აპირებს ამ პრობლემის მოგვარებას.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend