მთავარიმსოფლიოვაშინგტონში კაპიტოლიუმის შენობაში შეჭრის ინცინდენტს მოსკოვი და პეკინი გამოეხმაურა

ვაშინგტონში კაპიტოლიუმის შენობაში შეჭრის ინცინდენტს მოსკოვი და პეკინი გამოეხმაურა

ვაშინგტონში კაპიტოლიუმის შენობაში შეჭრის ინცინდენტს მსოფლიოს ლიდერები გამოეხმაურნენ. რუსეთის საგარეო სამინისტრომ აშშ-ის პოლიტიკა და საარჩევნო სისტემა ღიად გააკრიტიკა. ჩინეთის საგარეო სამინისტრომ კი აშშ-ის დედაქალაქში მომხდარი არეულობა ჰონგ-კონგის საპროტესტო აქციებს შეადარა.

მას შემდეგ, რაც ტრამპის მომხრეები კაპიტოლიუმში შეიჭრნენ, მოსკოვმა აშშ-ის პოლიტიკა ღიად გააკრიტიკა. საგარეო საქმეთა მინისტრის პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ ამერიკის საარჩევნო სისტემას „მოძველებული“ უწოდა. მისი აზრით, სწორედ ეს არის ქვეყანაში არეულობის გამომწვევი მიზეზი. თითქმის იგივე განცხადება გააკეთა საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ კონსტანტინ კოსაჩევმა.

„დონალდ ტრამპს სუსტ პოლიტიკოსად მას შემდეგ მიიჩნევენ, რაც ოთხი წლის წინ მისი არჩევის ლეგიტიმურობა ეჭვქვეშ დადგა. მისი ოპონენტები აცხადებდნენ, რომ ეს ყველაფერი რუსეთის ჩარევით მოხდა. მისმა თანმდევმა მოვლენებმა კი ის გამოიწვია, რომ ტრამპი გადაწყვეტილებებს ვეღარ იღებს. ბაიდენის გამარჯვების საკითხი ცოტა ხნის წინ ეჭვქვეშ დააყენეს. ამ აზრს ამერიკის მოსახლეობის ნახევარი იზიარებს. არც საარჩევნო პროცესი და არც მისი გამარჯვება არაა ნათელი. ეს ყოველივე კი იმაზე მიანიშნებს, რომ აშშ-ის დემოკრატია ორივე ფეხით მოიკოჭლებს.“ – განაცხადა კოსაჩევმა.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ-ში მიმდინარე მოვლენებზე საუბრისას პარალელს ჰონგ-კონგის შემთხვევასთან ავლებდა.

„აღვნიშნავ, რომ პომპეოს განცხადებები და კაპიტოლიუმის შენობაში მომხდარი ინციდენტი სრულიად მიუღებელია. თუმცა არც ის იყო მისაღები, რაც ჰონგ-კონგში მოხდა. მან თქვა, რომ ჰონგ-კონგის მოსახლეობის გადარჩენა უნდოდა. არ სურდა, რომ ხალხი დაჩაგრულიყო. მე მას ვთხოვე, რომ თვალი გაეხილა და შეეხედა დღევანდელი ჩინეთისა და ჰონგ-კონგის სიტუაციისათვის. ჩვენ ძალიან კარგად ვცხოვრობთ. გადარჩენა და დახმარება ამერიკელ ხალხს სჭირდება,“ – განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პრეს-სპიკემა ჰუა ჩუნინგმა.

საპროტესტო გამოსვლები ჰონგ-კონგში 2019 წელს დაიწყო და რამდენიმე თვე გრძელდებოდა. დემონსტრანტებმა საკანონმდებლო ორგანოს შენობა აიღეს. პოლიციასთან შეტაკებისას აქციის ერთი მონაწილე გარდაიცვალა. ვაშინგტონში კი ტრამპის მომხრეები კაპიტოლიუმში შეიჭრნენ. დაპირისპირებისას ოთხი ადამიანი გარდაიცვალა.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend