მთავარიმთავარი ამბავიკაპიტოლიუმში შეჭრიდან მეორე დღეს დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ შერიგების ეტაპი დგება

კაპიტოლიუმში შეჭრიდან მეორე დღეს დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ შერიგების ეტაპი დგება

ავტორი: მარიამ ქობულია

კაპიტოლიუმში მოქალაქეების შეჭრიდან მეორე დღეს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პირველად აცხადებს, რომ მზადაა ჯო ბაიდენს ძალაუფლება მშვიდობიანად და კანონის სრული დაცვით გადასცეს. ტრამპი მიიჩნევს, რომ ახლა ჭრილობების მოშუშების და შერიგების ეტაპი დადგა. ძალაუფლების გადაცემის პროცესი 20 იანვარს დასრულდება – სწორედ ამ დღეს შედგება არჩეული პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ინაუგურაცია.

 

,, ჩემი მიმართვა მინდა დავიწყო გუშინ ამერიკის შეერთებული შტატების კაპიტოლიუმის შენობაზე შემზარავი თავდასხმით. როგორც ყველა ამერიკელი, მეც შეურაცხყოფილი ვარ მომხდარი ძალადობის, უკანონობისა და ქაოსის გამო. მე დაუყოვნებლივ გავაგზავნე ეროვნული გვარდიისა და ფედერალური სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები კაპიტოლიუმის შენობის დასაცავად და იქ შეჭრილი მოქალაქეების გამოსაძევებლად. ამერიკა არის და ყოველთვის უნდა იყოს კანონისა და წესრიგის დამცველი ქვეყანა. დემონსტრანტებმა, რომლებიც შეიჭრნენ კაპიტოლიუმის შენობაში, წაბილწეს ამერიკული დემოკრატიის წმინდა ადგილი. მივმართავ იმ ადამიანებს, რომლებიც  ჩართული იყვნენ ამ ძალადობასა და დესტრუქციულ ქმედებებში – თქვენ არ წარმოადგენთ ჩვენს ქვეყანას. იმ ადამიანებს კი, რომელთაც კანონი დაარღვიეს, ვპირდები – თქვენ პასუხს აგებთ ამაზე’’, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend