მთავარისაქართველო2022 წლიდან საქართველოში გაზის სამომხმარებლო ტარიფი შესაძლოა შემცირდეს

2022 წლიდან საქართველოში გაზის სამომხმარებლო ტარიფი შესაძლოა შემცირდეს

ავტორი: სოფო მაქაცარია

 

2020 წლის ბოლოს ძალაში შევიდა ტრანსადრეატიკული გაზსადენის პროექტი, რომელიც ევროპის  სამხრეთ დერეფნის გაზსადენების ერთ-ერთი შემადგენელი  ნაწილია. სამხრეთის დერეფანი აზერბიჯანის შაჰ-დენიზის საბადოდან საქართველოსა და თურქეთის გავლით ევროპის ქვეყნებისთვის გაზის მიწოდებას უზრულველყოფს. პროექტი სამხრეთკავკასიური, ტრანსანატოლიური და ტრანსადრეატიკული გაზსადენისაგან შედგება. სამივე გაზსადენი უკვე ამუშავებულია. შესაბამისად, საქართველო, რომლის ტერიტორიაზეც სამხრეთკავკასიური მილსადენი გადის, გატარებული ბუნებრივი აირის სანაცვლოდ, 2021 წელს დაახლოებით, 120 მილიონ კუბურ მეტრ უფასო გაზს მიიღებს. 2021 წლიდან ეს მოცულობა ეტაპობრივად გაიზრდება. უფასო ბუნერბივის აირის მოცულობის ზრდას, შესაძლოა, გაზის სამომხარებლო ტარიფის კლება მოჰყვეს.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განმარტებით,  საქართველოში ბუნებრივი აირის  საერთო მოხმარება წლიურად 2.7 მილიარდი კუბურ მეტრს შეადგენს. შესაბამისად, 2021 წლიდან შაჰ-დენიზიდან მიღებული ბუნებრივი აირი საქართველოს მოხმარებას თითქმის 44% შეავსებს. ეკონომიკის მინისტრი პროგნოზის გაკეთებისაგნ თავს იკავებს. თუმცა, ვარაუდობს, რომ 2022 წელს, როდესაც გაზის ტარიფებს გეგმიურად გადახედავენ, სამომხმარებლო გაზის ფასი შესაძლოა შემცირდეს.

 

„ჩვენ 2020 წელს შაჰ-დენიზის მეორე ფაზიდან უკვე მივიღეთ  დაახლოებით 40 მილიონი კუბური მეტრი გაზი. თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია. წელს ჩვენ მივიღებთ დაახლოებით 120 მილიონ კუბურ მეტრს. შემდგომში ეს მოცულობა ეტაპობრივად გაიზარდება და დამატებით დაახლოებით 1 მილიარდი კუბური მეტრი გაზი გვერგება. თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩვენი  ქვეყნის მთლიანი მოხმარება 2.7 მილიარდი კუბური მეტრი გაზია, ამ წყაროდან თითქმის 45% დაგვემატება. რა თქმა უნდა, ეს გვაძლევს ძალიან დიდ შესაძლებლობას, რომ ვიყოთ გაცილებით უფრო მდგრადები სხვადასხვა შოკის მიმართ, რაც აისახება საბოლოო ჯამში გაზის ტარიფზე.  ჩვენ არ ვიცით, რა გარემოებები იქნება 2022 წელს, ისევე როგორც არ ვიცოდით 2020 წელს მოსალოდნელი პანდემიის შესახებ. მაგრამ ასეთი დიდი ბენეფიტი სულ მცირე იმის საშუალებას გვაძლევს, რომ ტარიფები იყოს სტაბილური, თუ არადა უფრო ხელმისაწვდომი.

ვერ გამოვრიცხავ გაიაფებას, თუმცა ამჯერად არ იქნება ჩემგან სწორი, რომ გავაკეთო პროგნოზი, თუ რა იქნება ორი წლის შემდეგ. მოკრძალებული ვიქნები ჩემ პროგნოზებში, მაგრამ ციფრები თავად მეტყველებს. შაჰ-დენიზის მეორე ფაზის წყალობით,  დამატებით შემოვა ჩვენი მოხმარების თითქმის 45%. აქედან გამომდინარე, ეს სარგებელი ძალიან ბევრი შესაძლებლობის მომცემია“ – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ „ევრონიუს ჯორჯიას“ ეთერში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend