მთავარი დღის ამბები ირანი დრონების გამოყენებით სამხედრო წვრთნების ჩატარებას გეგმავს

ირანი დრონების გამოყენებით სამხედრო წვრთნების ჩატარებას გეგმავს

ავტორი: მარიამ ქობულია

ირანი დრონების გამოყენებით ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნების ჩატარებას გეგმავს. ამასთან, ირანულმა მხარემ სამხრეთ კორეული დროშის ქვეშ მცურავი გემი დააკავა, რომელსაც  დიდი რაოდენობით გაურკვეველი ქიმიური ნივთიერება გადაჰქონდა. თეირანის მტკიცებით, გემი გარემოს ნავთობით აბინძურებდა და ეს გახდა მისი დაკავების მიზეზი. გემის მფლობელი ბრალდებას უარყოფს, ხოლო სამხრეთ კორეა აცხადებს, რომ გემის გათავისუფლებული თეირანთან მოლაპარაკებას აწარმოებს.

ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობა იზრდება.  ირანი სამხედრო დრონების გამოყენებით ფართომაშტაბიანი სამხედრო წვრთნების დაწყებას აპირებს.

სახელმწიფო მედია საშუალებებმა ცენტრალურ ირანში მდებარე უდაბნოში დისლოცირებული დიდი რაოდენობით სამხედრო დრონების კადრები გაავრცელეს.

ირანელმა მესაზღვრეებმა ჰორმუზის სრუტეში სამხრეთ კორეის დროშის ქვეშ მყოფი ნავთობტანკერიც დააკავეს. თეირანის მტკიცებით, გემის ეკიპაჟმა დაარღვია კანონი გარემოს დაცვის შესახებ.

“გემმა სპარსეთის ყურეში ნავთობი ჩაღვარა, რის გამოც  იგი დაკავებულია. ისინი ადრეც გავაფრთხილეთ. ჩვენ ის ტექნიკური მოთხოვნის საფუძველზე დავაკავეთ. ეს მიღებული პრაქტიკაა მთელ მსოფლიოში და არ არის რთული საკითხი, ”-განაცხადა ირანის მთავრობის სპიკერმა ალი რაბიეიმ

გემის მეპატრონემ კი ირანი დაადანაშაულა, რომ გემს კურსი უკანონოდ შეუცვალა და ირანისკენ გაუშვა. სამხრეთი კორეა აცხადებს, რომ იგი   თეირანში დელეგაციის გაგზავნას აპირებს, რათა  ნავთობის ტანკერის გასათავისუფლებლად მოლაპარაკებები აწარმოოს.

სამხრეთ კორეის სამხედრო ხომალდი, რომელსაც უცნობი ქიმიური ნივთიერება გადაჰქონდა, რეგიონში გადაიყვანეს.

ინციდენტამდე ცოტა ხნით ადრე,  აშშ-მ ირანს სანქციები დაუწესა და სამხრეთ კორეის ბანკებში ირანული ანგარიშები გაყინა.

 

უახლესი

სხვა ამბები