მთავარიმსოფლიოჯორჯიის შტატში სენატის არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს

ჯორჯიის შტატში სენატის არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს

ნინი დვალიშვილი

ამერიკის შეერთებული შტატების მოსახლეობის ყურადღება ახლა ჯორჯიის შტატისკენაა მიმართული. შტატში მეორე ტურის საჭიროება მას შემდეგ გაჩნდა, რაც ნოემბრის არჩევნებში ვერც ერთმა პარტიამ საკმარისი ხმები ვერ მოაგროვა. ბოლო მონაცემებით, სენატში რესპუბლიკელები ლიდერობენ. ჯორჯიის შტატში დემოკრატთა გამარჯვებით პარტიის წარმომადგენლები სენატში თანაბრად გადანაწილდებიან. ხმის მიცემა დეკემბრის შუა რიცხვებიდან მიმდინარეობს. შტატში უკვე ჩავიდნენ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და არჩეული პრეზიდენტი ჯო ბაიდენი. 

პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჯორჯიის შტატში ჩავიდა, აქ აშშ-ის სენატის მომავალი წყდება.

ბრძოლა სენატში ორი ადგილის მოსაპოვებლად მიმდინარეობს. თუკი რესპუბლიკელები  ერთ ადგილს მაინც მიიღებენ, ისინი შეინარჩუნებენ უმნიშვნელო უმრავლესობას და შეძლებენ შეაჩერონ ბაიდენის საკანონმდებლო თუ სასამართლო ცვლილებები. ხოლო თუ დემოკრატები მოიპოვებენ  ორივე ადგილს, სენატში ორივე პარტიის წარმომადგენლები თანაბრად გადანაწილდებიან.

“ხვალ შესაძლოა თქვენი ხმა დაიკარგოს და ეს შეიძლება თქვენი უკანასკნელი შანსი  იყოს იმ ამერიკის გადარჩენისთვის, რომელიც ჩვენ ასე გვიყვარს. ამიტომ აქ ვარ. როგორც ვთქვი, მე ამას სხვა ხალხისათვის არ ვაკეთებ, მე ჩემი ხალხის გამო ვარ აქ,”– განაცხადა ჯორჯიაში მყოფმა დონალდ ტრამპმა.

არჩეული პრეზიდენტი ჯო ბაიდენიც ატლანტაში იმყოფება და დემოკრატთა მხარდამჭერებს ხვდება. ბაიდენი მადლობას უხდის ამომრჩევლებს, რადგან იგი პირველი დემოკრატი კანდიდატია, რომელმაც ბოლო 30 წლის განმავლობაში ჯორჯიის შტატში გაიმარჯვა.

ბაიდენმა მოუწოდა თავის მომხრეებს, რომ კიდევ ერთხელ მიიღონ მონაწილეობა სენატის წევრთა არჩევნების მეორე ტურში, რადგან ეს მნიშვნელოვნად განსაზღვრავს, თუ როგორი იქნება მისი  გავლენა ამერიკის პრეზიდენტის რანგში.

”ძალა, ძალაუფლება, ფაქტობრივად, თქვენს ხელშია.  ახლა ერთ შტატს, მხოლოდ ერთ შტატს, შეუძლია კურსი მხოლოდ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში კი არ შეცვალოს, არამედ შემდეგ თაობასაც შეუცვალოს,” – ასე მიმართა ჯო ბაიდენმა ამომრჩეველს.

ხალხი კიდევ ერთხელ გააკეთებს არჩევანს  ორ პარტიას შორის. პირველი მათგანი ამერიკას დიდების დაბრუნებას ჰპირდება, ხოლო მეორე  უფრო ლიბერალურ პოლიტიკაზე აკეთებს აქცენტს.

მეორე ტურის საჭიროება მას შემდეგ გაჩნდა, რაც ნოემბერში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში კანდიდატებმა ვერ შეძლეს საკმარისი ხმების მოპოვება.

გამოკითხვის თანახმად, ორივე პარტიას გამარჯვების რეალური შანსი აქვს.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend