მთავარიCOVID-19დიდი ბრიტანეთი მესამე საყოველთაო კარანტინს აცხადებს

დიდი ბრიტანეთი მესამე საყოველთაო კარანტინს აცხადებს

ავტორი: არჩილ მდინარაძე

დიდ ბრიტანეთში, კორონავირუსის ახალი შტამის გამო, მესამე საყოველთაო კარანტინი ამოქმედდება. შობის დღესასწაულის შემდეგ, საავადმყოფოებში მიმართვიანობა 50%-ით გაიზარდა. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის განცხადებით სანამ ვაქცინა ყველასთვის ხელმისაწვდომი არ გახდება, კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად მკაცრი კარანტინის გარდა სხვა გამოსავალი არ არის.

დღე კარგი განწყობით დაიწყო, როდესაც ბორის ჯონსონმა ის ადამიანები მოინახულა, რომლებმაც ოქსფორდის უნივერსიტეტისა და „ასტრაზენეკას“ მიერ წარმოებული ვაქცინა მიიღეს. მაგრამ, მიუხედავად ამისა, კორონავირუსის ახალი შტამის გამო, რომელიც ინგლისში ძალიან სწრაფად ვრცელდება, მესამე საყოვალთაო კარანტინი ამოქმედდა.

გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც დიდი ბრიტანეთის სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ თუ შესაბამის ზომებს არ მიიღებენ, ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა შესაძლოა 21 დღეში გადაიტვირთოს. შობის შემდეგ სავადმყოფოებში მიმართვიანობა   50%-ით გაიზარდა.

შეზღუდვები გულისხმობს, რომ სკოლები და სასწავლებლები დაიხურება და სწავლა დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება. მოსახლეობას საპატიო მიზეზის გარეშე სახლიდან გასვლა ეკრძალებათ.

შოტლანდიაშიც სრული კარანტინი ამოქმედდება. ახალი წესების მიხედვით, შეიზღუდება  მიმოსვლაც. შოტლანდიის პირველმა მინისტრმა, ნიკოლა სტურჯეონმა შესაბამისი ბრძანება უკვე გამოსცა. მისი განცახდებით, დღევანდელი ვითარება უფრო აღელვებს, ვიდრე გასული წლის მარტში შექმნილი მდგომარეობა, რადგან დღეს მეტი ადამიანი ავადდება და კვდება.

გარეთ გასვლა მოსახლეობას ჩრდილოეთ ირლანდიაშიც აეკრძალა.  სწავლა სკოლებში დისტანციურ პლატფორმაზე გადავა. ხოლო უელსში, სადაც  კარანტინი აქამდეც მოქმედებდა, შეზღუდვები, სავარაუდოდ, იანვრამდე გაგრძელდება.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend