მთავარიმსოფლიოპროტესტი იერუსალიმში

პროტესტი იერუსალიმში

ავტორი: არჩილ მდინარაძე

იერუსალიმში პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს, რეზიდნეციაცთან ახლოს,  2000-ამდე მომიტინგე შეიკრიბა და მისი გადაგომა მოითხოვა. დემონსტრანტები ფირობენ რომ ნეთანიაჰუ არ შეიძლება იყოს ქვეყნის მმართველი, რადგან მას კორუფციაში ედება ბრალი. სასამართლო სხდომები უახლოეს დღეებში დაიწყება დაიწყება.

ორ იანვარს იარუსალიმის ქუჩებში მომიტინგეები გამოვიდნენ. ისინი პრემიერ-მინისტრს ბენიამინ ნეთანიაჰუს კორუფციაში ადანაშუალებენ და მის გადადგომას ითხოვენ.

დემონსტრანტები იურესალიმის მოედანზე, ნეთანიაჰუს რეზიდენციასთან მახლობლად, შეიკრიბნენ. პროტესტის მონაწილეებს თან ჰქონდათ ბანერები წარწერებით: „წადი“ და“ კანონის წინაშე ყველა თანასწორია“. აქციის მონაწილეები უკვე რამდენიმე თვეა, იკრიბებიან და ნეთანიაჰუს გადადგომას ითხოვენ.

ისრაელის მედიის ინფორმაციით, აქციაზე 2000 ადამიანი იყო შეკრებილი. ნეთანიაჰუს თაღლითობა, კორუფციასა და ნდობის ბოროტად გამოყენებას აბრალებენ, თუმცა იგი ყველა ბრალდებას უარყოფს.

მომიტინგეები აცხადებენ, რომ არ შეიძლებმა რომ ქვეყანა მართოს კაცმა, რომელსაც კორუფციაში ედება ბრალი. სასამართლო სხდომები ამ დღეებში დაიწყება.

ისრაელში ბოლო 2 წლის განმავლობაში უკვე მეოთხედ გაიმართება არჩევნები, რომელიც მარტისთვის არის დაგეგმილი.

დემონსტრანტების აზრით, ნეთანიაჰუმ და მისი მთავრობამ კორონავირუსის წინააღმდეგ ადეკვატური ზომები არ მიიღეს.

გასული წლის განმავლობაში ისრაელის ეკონომიკა კორონავირუსი გამო დაწესებულმა შეზღუდვებმა საგრძნობლად დააზარალა. ქვეყანაში ახლაც მკაცრი კარანტინი მოქმედებს.

 

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend