ნორვეგიის სოფელ ასკში გასულ კვირას მეწყერი ჩამოწვა, რომელმაც 30-ზე მეტი სახლი გაანადგურა და ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა. ტრაგედიის ადგილზე სამძებრო სამუშაოები არ წყდება. დაკარგულად ითვლება 10 ადამიანი. სამუშაოებში ჩართულია როგორც ვერტმფრენები, ასევე თერმული დრონები და სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლები. შემთხვევის ადგილზე ნორვეგიის მეფე და დედოფალიც ჩავიდნენ.
ნორვეგიული მკაცრი ზამთრის პირობებში მაშველებს ცოტა დრო აქვთ, რომ სამძებრო სამუშაოები დღის შუქზე აწარმოონ. ჯერ კიდევ არსებობს იმედი, რომ წინა კვირას ჩამოწოლ მეწყერს, შესაძლოა, ვინმე გადაურჩა.
ნაპოვნია რამდენიმე გარდაცვლილი.
ოპერაციის დროს გამოიყენება თერმული ხედვის ტექნოლოგიით აღჭურვილი დრონები, ვერტმფრენები და მაშველი ძაღლები.
ნორვეეგის მეფე და დედოფალი შემთხვევის ადგილზე მივიდნენ. მათ სოფელ ასკის შეშფოთებულ მოსახლეობას თანაგრძნობა და თანამდგომა გამოუცხადეს. მეფე ჰარალდი ნანახმა შეძრა. პოლიციის ინფორმაციით, დაკარგულად ითვლება 8 ზრდასრული და 2 ბავშვი.
დედოფალმა სონიამ კი აღნიშნა, რომ როგორც მაშველები, ისე სოფლის მოსახლეობა საძიებო სამუშაოების წარმოების დროს თავს არ ზოგავენ.
მთის ფერდის მოწყვეტის შედეგად ჩამოწოლილმა მეწყერმა 30 სახლი მოიყოლა ქვეშ და ელექტროგადამცემი ხაზები გაანადგურა. 1000-მეტი ადამიანი ევაკუირებულია. 2005 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, სოფელ ასკში ნიადაგი თიხისაგან შედგება და მეწყერსაშიშია. შესაბამისად ჩნდება კითხვა: რატომ გასცეს ამ ადგილას საცხოვრებელი სახლების მშენებლობის ნებართვა.