მთავარიმსოფლიოარგენტინა აბორტის ლეგალიზაციის საკითხს განიხილავს

არგენტინა აბორტის ლეგალიზაციის საკითხს განიხილავს

ავტორი: არჩილ მდინარაძე

ლათინურ ამერიკაში არგეტინა შესაძლოა პირველი  ქვეყანა იყოს, სადაც აბორტი კანონით დაიშვება. კანონპროექტის მიხედვით, ქალს ეძლევა უფლება 14 კვირის განმვალობაში ფეხმძიმიობა ნებაყოფლობით შეწყვიტოს.

არგენტინაში ქალები ათწლეულების განმავლობაში იბრძვიან იმისთვის, რომ აბორტი კანონით დაიშვას. ამ საკითხს ახლა ქვეყნის სენატი განიხილავს. არგენტინა ლათინურ ამერიკაში შესაძლოა პირველი ქვეყანა გახდეს, სადაც აბორტი ლეგალური იქნება.
კანონპროექტის მიხედვით, ქალს უფლება ეძლევა, ფეხმძიმობა პირველი 14 კვირის განმავლობაში შეწყვიტოს.
აბორტის ლეგალიზაციის კანონპროექტი 2018 წელს კანონდმებლებმა ჩააგდეს, თუმცა ახლა ამ  კანონპროექტს მემარცხენე-ცენტრისტული მთავრობის მხარდაჭერა აქვს. კანონპროექტმა უკვე გაიარა ქვედა პალატა. სენატორებმა არჩევანი უნდა გააკეთონ. მედიის ინფორმაციით, აბორტის
ლეგალიზაციის მომხრეები ლიდერობენ.

თუმცა აბორტის ლეგალიზაციას ყველა არ ეთანხმება. საკანონმდებლო ორგანოს წინ აქტივისტები შეიკრიბნენ. კანონპროექტის მხარდამჭერებს მწვანე ფერის სამოსი აცვიათ, ხოლო მოწონააღმდეგები ლურჯ ფერებში არიან გამოწყობილი.
კანონპროექტის მიხედვით, ფეხმძიმობა შესაძლებელია შეჩერედეს იმ შემთხვევაშიც, თუ ქალი გააუპატიურეს ან ორსულობა ქალის სიცოცხლეს უქმნის საფრთხეს. კანონპროექტის დამტკიცება გარდამტეხი მომენტი იქნება ლათინურ ამერიკაში, სადაც რომაული კათოლიკური ეკლესია  დიდი გავლენით სარგებლობს.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend