ავტორი: არჩილ მდინარაძე
მსოფლიო ახალი წლისთვის ემზადება. თუმცა პანდემიის გამო, ახალ წელს ქვეყნები ძველებურად ხალხმრავალი ზეიმითა და ფეიერვერკით ვერ შეხვდებიან.
2021 წლამდე სულ ცოტა დარჩა. ახალ ზელანდიაში საახალწლო საზეიმო ღონისძიებები ოუკლენდში სკაი-ტაუვერსა და ჰარბორის ხიდზე გაიმართება. თუმცა დღესასწაული განსხვავებული იქნება იმ ქვეყნებში, რომლებშიც პანდემიის გამო შეზღუდვები მოქმედებს.
სიდნეიში, ჰარბორის ხიდზე, აკრძალალულია თავყრილობა. ტრადიციულად ამ ადგილზე ახალი წლის შესახვედრად და გრანდიოზული ფეიერვერკის სანახავად მილიონობით ადამიანი იკრიბება. წელს ეს ტრადიცია დაირღვევა. ფეიერვერკის ნახვას მხოლოდ ის ადამიანები შეძლებენ, რომლებიც მიმდებარე ტერიტორიაზე ცხოვრობენ.
ტოკიოში გაუქმებულია ყველა ღონისძიება და წვეულება. წელს ფეიერვერკი ჰონკ-კონგშიც არ იქნება. იგივე მდგომარეობაა მოსკოვში. საახალწლო ღონისძიებები არც ამ ქალაქში ჩატარდება. ბერლინში ფეიერვერკი აკრძალეს. საფრანგეთში კარანტინი 31 დეკემბერსაც იმოქმედებს, ასე რომ, საზეიმო ღონისძიებები არ გაიმართება.
ფეიერვერკი არც დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში გაანათებს საახალწლო ცას. წელს რიო-დე-ჟანეიროს ტრადიციული საახალწლო კარნავალიც გაუქმდა. ნიუ-ორკში, ტაიმსის მოედანზე, ვერცხლისფერი ბურთი მაინც დაეშვება, თუმცა ამ ცერემონიას მხოლოდ რამდენიმე კაცი დაესწრება.
მიუხედავად იმისა, რომ ტრადიციული საახალწლო ფეიერვერკები მსოფლიოს უმეტეს ქალაქებში გაუქმებულია, ჩვენი პლანეტის მოსახლეობას უკეთესი წლის იმედი აქვს, რომელიც მსოფლიოს ჯანმრთელობას და სასიკეთო ცვლილებებს მოუტანს.