მთავარიმსოფლიოდიდი ბრიტანეთსა და საფრანგეთში ძლიერი წვიმა და ქარია

დიდი ბრიტანეთსა და საფრანგეთში ძლიერი წვიმა და ქარია

ნინი დვალიშვილი

 უკვე რამდენიმე დღეა დიდ ბრიტანეთში ძლიერი წვიმა და წყალდიდობაა, საფრანგეთის ჩრდილოეთ სანაპიროზე კი ქარიშხალი სახელად “ბელა” მძვინვარებს. მეტეოროლოგები ვარაუდობენ, რომ საფრანგეთში ქარიშხალს მალე  ქარბუქი შეცვლის. 

ჩრდილოეთ საფრანგეთში 160 კმ-სთ-ის ძლიერი ქარიშხალი ამოვარდა, რომელიც მის მეზობელ ბრიტანეთში ძლიერმა წვიმამ და წყალდიდობამ გამოიწვია. დოვერისა და კალეს პორტების ადმინისტრაციამ მოსახლეობა გააფრთხილა, რომ არხებზე გადასვლა ცუდი ხილვადობის გამო სახიფათოა.

ქარიშხალი ბელა მთელ რეგიონში შეიჭრა. ჩრდილო-დასავლეთ საფრანგეთში ათასობით სახლს ა ელექტროენერგია შეუწყდა.

დიდ ბრიტანეთში წყალდიდობისა და ძლიერი წვიმის გამო, მოსახლეობას უსაფრთხოების ზომების დაცვისკენ მოუწოდებენ.

ცენტრალურ ინგლისში, მდინარე გრეიტ-უზის პირას, წყლის დონემ სახიფათოდ აიწია და 1300 ადამიანს სახლის დატოვება ურჩიეს.

ფრანგი მეტეოროლოგები კი ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთში ძლიერ წვიმასა და თოვლს  პროგნოზირებენ.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend