მთავარიCOVID-19საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი მიმოსვლის აღდგენაზე შეთანხმდნენ

საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი მიმოსვლის აღდგენაზე შეთანხმდნენ

არჩილ მდინარაძე

გაერთიანებულ სამეფოში აღმოჩენილ კორონავირუსის ახალი შტამის გამო, საფრანგეთმა ბრიტანეთთან საზღვარი ჩაკეტა, რამაც სატვირთო მანქანების უზარმაზარი რიგი გამოიწვია. მოგვიანებით, მოლაპარაკებების შედეგად, ფრანგული და ბრიტანული მხარეები მიმოსვლაზე დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქებაზე შეთანხმდნენ. თუმცა გარკვეული წესების დაცვით. საზღვარზე დაავდებათა კონტროლის სააგენტოს თანამშრომელები იმუშავებენ. ისინი ჯარის დახმარებით სატვირთო ავტომანქანების მძღოლებს ადგილზე ჩაუტარებენ ტესტირებას.

ასობით სატვირთოს მძღოლმა პროტესტის ნიშნად მანქანის საყვირი ჩართო. მათ მოთმინება ამოეწურათ.  საფრანგეთმა, ხელისუფლების გადაწყვეტილებით,  კორონავირუსის ახალი შტამის გავრცელების შესამცირებლად ბრიტანეთთან საზღვარი ორი დღით დაკეტა, რის გამოც სატვირთო ავტომობილების დიდი რიგი დადგა. ვირუსი ინგლისის სამხრეთ-აღმოსავლეთშია გავრცელებული.

მოლაპარკებების შემდეგ, საფრანგეთი  საზღვრების გახსნას არკვეული პირობებით დათანხმდა.

ლა-მანშის გვირაბთან, დოვერის პორტის მიმდებარე ტერიტორიაზე, თითქმის 2800 სატვირთოს მძღოლი მოუთმენლად ელოდა საზღვრის გახსნას.  ახალი შეთანხმების მიხედვით, ევროკავშირის წევრი ქვეყნებისკენ მიმავალ მგზავრებსა და ბრიტანეთის მოქალაქეებს, რომლებიც ევროკავშირის ქვეყნებში ცხოვრობენ, უფლება აქვთ, შევიდნენ საფრანგეთში, თუ 72 საათის განმავლობაში კორონავირუსის ტესტის უარყოფით პასუხს წარადგენენ. ბრიტანელ ტურისტებზე ჯერ კიდევ ვრცელდება შეზღუდვები.

ბრიტანეთის ტრასნპორტის მინისტრის ინფორმაციით, სწრაფი ტესტების თაობაზე საფრანგეთთან შეთანხმებას მიაღწია. მისი განცხადებით, პროცესები ახლა უკვე სწრაფად წავა და საზღარზე არსებული პრობლემა მოგვარდება.

დაავდებათა კონტროლის სააგენტოს თანამშრომლები სამხედროებთან ერთად სატვირთოს მძღოლებს შეამოწმებენ. თვითმფრინავები, გემები და მატარებელები უახლოეს საათებში განაახლებენ მოძრაობას. ეს ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც ევროკომისიამ წევრ ქვეყნებს შეზღუდვების მოხსნისკენ მოუწოდა, რათა მომარაგების სფეროს პრობლემები არ შექმნოდა.

რუსეთი ერთ-ერთია იმ 50 ქვეყნიდან, რომლებმაც ბრიტანეთიდან ფრენებზე აკრძალვა მას შემდეგ დააწესეს, რაც ბრიტანელმა ექსპერტებმა განაცხადეს, რომ ახალი შტამი 70%-ით უფრო სწრაფად ვრცელდება. როგორც ჩანს, გადაადგილებასთან დაკავშირებული შეზღუდვები შემსუბუქდება, თუ ევროკავშირის წევრი ქვეყნები ევროკომისიის რეკომენდაციას გაითვალისწინებენ.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend