მთავარისაქართველოსაშობაო სამზადისი ევანგელისტურ-ბაპტისტურ ეკლესიაში

საშობაო სამზადისი ევანგელისტურ-ბაპტისტურ ეკლესიაში

ავტორები: ნინი დვალიშვილი, ნინი ჯალაბაძე

25 დეკემბერს ქრისტიანთა ნაწილი ქრისტეს შობის დღესასწაულს აღნიშნავს. თბილისში ევანგელისტურ-ბაპტისტურ ეკლესიაში  სადღესასწაულო მსახურებისთვის ემზადებიან. კორონავირუსის პანდემიის გამო ღვთისმსახურება ონლაინ გადაიცემა. იმ ადამიანებისთვის, რომლებიც წირვაზე ვერ მივლენ, სიმბოლური სანთლები დაინთება.

შობა ახლოვდება, რომელსაც წელს, მრევლი განსხვავებულად ხვდება.  პანდემიის გამო, დღესასწაულის აღსანიშნად, ხალხი ტაძარში ვერ მოვა. თუმცა ამან, საშობაო განწყობას ხელი მაინც ვერ შეუშალა. ტაძარში ღვთისმსახურება გრძელდება. ამავე დროს ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის  ეპისკოპოსი რუსუდან გოცირიძე უკვე სადღესასაწაულო მსახურების რეპეტიციას გადის.

რუსუდანის გოცირიძე ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოოსი:

„ჩვენი ეკლესის ტრადიციაში ასეა , რომ თითოეული სანთლის ანთება რაიმე კონკრეტულ მოვლენას ეძღვენება. მაგალითად წელს ერთი სანთლის ანთება დავუკავშირეთ გულმოწყალებას, მეორე სანთლის -სამყაროზე ზრუნვას, მესამე სანთლის ანთება დავუკავშირეთ სამართლიანობას, ხოლო მეოთხე -დავუკავშირეთ მრავალფეროვნებას. მეხუთე სანთელი კი  შობის ღმეს აინთება.”

ტაძარში,  საშობაო სამზადისი წელსაც ტრადიციულად მიმდინარეობს.  ეკლესიის მსახურები ტაძარს გულმოდგინედ რთავენ.

ნანუკა ზუმბულიძე- ეკლესიის დიაკვანი:

„პანდემიამ ძალიან ბევრი რამ შეცვალა ეკლესიაში. ჩვენთვის  ეს განსაკუთრებული დღე იყო, რადგან აქ მრავალფეროვანი ადამიანები იკრიბებოდნენ.“

 

საგანგებო სადგამებზე მოზრდილი ქვები აწყვია, ქვებზე კი სანთლებია დანთებული. ეს სანთლები სიმბოლურად იმ ხალხს განასახიერებს, ვინც წელს წირვაზე მოსვლას ვერ ახერხებს.

გიგას ბერიაშვილი- ეკლესიის ღვთისმსახური:

„მე მგონია, რომ შობა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაულია არამარტო ეკლესიის, არამედ ადამიანის ცხოვრებაშიც, რადგან შობა იმედის დაბადებაა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც რაღაც დროის მანძილზე თავს ცუდად გრძნობდნენ.”

სანამ შობის დღესასწაული დადგება, მგალობელთა გუნდი საბოლოო რეპეტიციას, გადის, რომ მრევლს ქრისტეს დაბადება მიულოცოს.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend