მთავარიკუბიევროკავშირი ტექნოლოგიური გიგანტების რეგულაციის გამკაცრებას აპირებს

ევროკავშირი ტექნოლოგიური გიგანტების რეგულაციის გამკაცრებას აპირებს

ავტორი: დავით კეეკნაძე

ევროკომისია ცდილობს უსაფრთხო ციფრული სივრცის განვითარებას შეუწყოს ხელი, რომელიც ევროპულ ღირებულებებზე იქნება დაფუძნებული.

15 დეკემბერს ევროკომისიამ ციფრული სერვისების რეგულირების ახალი კანონპროექტი წარადგინა. ევროკომისიის განცხადებით, ახალი რეგულაციების მიზანია ინტერნეტ-პლატფორმები უფრო უსაფრთხო გახდეს და ამ ბაზარზე ჯანსაღი კონკურენცია იყოს. ბრიუსელს სურს, რომ ციფრულმა ბაზარმა ევროპული ღირებულებები დაიცვას.

პაკეტი ციფრული სერვისებისა და ციფრული ბაზრების აქტებისაგან შედგება და მას ორი მთავარი მიზანი აქვს — შეიქმნას უსაფრთხო ციფრული სივრცე, სადაც დაცულია მომხმარებლების ფუნდამენტური უფლებები და თანაბარი კონკურენციის წესები. ბრიუსელი თვლის, რომ ეს ხელს შეუწყობს ინოვაციას, ციფრული ბაზრისა განვითარებასა და თამაშის საერთო წესების დმაყარებას როგორც ევროპის ერთიან ბაზარზე, ისე  მის გარეთ.

ახალი წესების მიხედვით, ციფრულ პლატფორმები პასუხისმგებელი იქნებიან  წაშალონ უკანონო ინფორმაცია რომელშიც შედის როგორც სიძულვილის ენა, ისე  ფალსიციფირებული და არალეგალური პროდუქტებით ვაჭრობა. კანონპროექტი ითვალისიწნებს დაზღვევის მექანიზმების შექმნას იმ მომხმარებელთათვის, ვისაც ციფრული პლატფორმა ინფორმაციას შეცდომით ან უსამართლოდ წაუშლის.

გარდა ამისა, ევროკომისია ითხოვს მეტ გამჭვირვალობას ონლაინ რეკლამებსა და მასთან დაკავშირებულ ალგორითმებთან დაკავშირებით. მარეგულირებლებმა განმარტეს, რომ განსაკუთრებით დიდ პლატფორმებად ისეთი კომპანიები ჩაითვლება, რომელთა მომხმარებლების რაოდენობაც არ უნდა აღემატებოდეს 45 მილიონს ან ევრობლოკის მოსახლეობის 10

ციფრული სფერო მარეგულირებელი მოქმედი კანონმდებლობა ევროკავშირმა ჯერ კიდევ 2000 წელს მიიღო. იმ დროს უკვე არსებობდა ისეთი ტექნოლოგიური გიგანტები, როგორებიცაა,  Google-ი და Amazon-ი. მაგრამ ტექგიგანტები Facebook-ი, Twitter-ი, YouTube-ი, Instagram-ი და TikTok-ი ჯერ არ არსებობდა.

15 დეკემბერს ევროკომისიის მიერ წარდგენილი ციფრული სერვისების კანონპროექტის დამტკიცებას, სავარაუდოდ, თვეები ან შეიძლება წლებიც კი დასჭირდეს. კანონპროექტი რომ კანონად იქცეს, ის ევროპარლამენტმა და ევროკავშის წევრი ქვეყნების საბჭომ უნდა დაამტკიცოს.

ევროკომისიარი კონკურენციის საკითხებში, მარგარეტ ვესტაგერი, რომელიც კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორია, იმედოვნებს, რომ ახალი წესები ძალაში, დაახლოებით, წელიწადნახევარში შევა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend