ინგლისის პრემიერლიგის მეთორმეტე ტური ფავორიტებისთვის წარუმატებელი გამოდგა.
ლონდონურ დერბიში სატურნირო ცხრილის ლიდერმა, „ტოტენჰემმა“ „კრისტალ პალასი“ ვერ დაამარცხა. მატჩი ფრედ 1:1 დამთავრდა.
ანგარიში „დეზების“ შემტევმა, ჰარი კეინმა გახსნა. გოლი, შეიძლება ითქვას, „კრისტალ პალასის“ მეკარის, ვისენტე გუაიტას ბრალი იყო. დაშვებული შეცდომის მიუხედავად, გუაიტა მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა. მან არაერთი ბრწყინვალე სეივი შეასრულა, მათ შორის გამორჩეული იყო საჯარიმო დარტყმა, რომელიც ერიკ დაიერმა შეასრულა. გუაიტა არასტანდარტული ნახტომით მიწვდა ბურთს და ერთი ხელით მოიგერია.
ანგარიში ჯეფრი შლუპმა გაათანაბრა.
ქულების დაკარგვის მიუხედავად, „ტოტენჰემმა“ პრემიერლიგის ცხრილის სათავეში ადგილი შეინარჩუნა.
ქულები დაკარგა „ლივერპულმაც“, რომელმაც „ფულჰემთან“ ფრედ 1:1 ითამაშა. „ჩელსი“ „ევერტონთან“ 0:1 დამარცხდა, მანჩესტერული დერბი უგოლო გამოდგა, „არსენალმა“ კი „ბარსნლისთან 0:1 წააგო.
ავტორი: გიორგი სანაძე