მთავარიმსოფლიოსაარჩევნო კოლეგიამ ჯო ბაიდენი გამარჯვებულად სცნო

საარჩევნო კოლეგიამ ჯო ბაიდენი გამარჯვებულად სცნო

საარჩევნო კოლეგიის წევრებმა ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვება დაადასტურეს. ეს იყო ბოლო ეტაპი, რის შემდეგაც ბაიდენს შეუძლია  პრეზიდენტის თანამდებობა დაიკავოს.

კენჭისყრის მთავარი ეტაპი მას შემდეგ დადგა, რაც გასულ თვეში კალიფორნიის ამომრჩეველმა 5 მილიონი ხმით ბაიდენის გამარჯვება დაადასტურა. ამით მან საარჩევნო კოლეგიის ხმათა 270 ნიშნული გადალახამ რაც არჩევნებში გამარჯვებისთვსი არის საჭირო.

საარჩევნო კოლეგიის გადაწყვეტილება განსაკუთრებული მნიშვნელობისაა იმის გამო, რომ  მოქმედი პრეზიდენტი და ბაიდენის მტავრი კონკურენტი დონალდ ტრამპი არ აღიარებს არჩევნების წაგებას. მოგვიანებით არჩეულმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მოსახლეობას მიმართა და  ერთად დგომისკენ მოუწოდა. იგი კიდევ ერთხელ დაჰპირდა საზოგადოებას, რომ თითოეული ამერიკელის პრეზიდენტი იქნება. ბაიდენის მოსაზრებით, ქვეყანაში სიმშვიდემ რომ დაისადგუროს, ამისთვის მთელი ერი უნდა გაერთინადეს.

ტრამპი საარჩევნო კოლეგიის მიღებულ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება. ტრამპის  თანაპარტიელების საკმაოდ დიდი ნაწილიც მას ეთანხმება.

არჩევნებთან დაკავშირებით  გასულ უქმეებზე  ვითარება ვაშინგტონშიც დაიძაბა. ტრამპის მხარდამჭერებმა საპროტესტო მსვლელობა გაიმართეს, რომლის ლოზუნგიც იყო „შეაჩერეთ ხმების მოპარვა“.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend