მთავარიCOVID-19ამერიკაში ვაქცინაცია დაიწყო

ამერიკაში ვაქცინაცია დაიწყო

ორშაბათიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში  ვაქცინაციის პროცესი იწყება, რომელიც აშშ-ის ისტორიაში, უპრეცედენტო მასშტაბის მოვლენაა.  ასეთი გამოხმაურება მსოფლიო ომის დროს ნორმანდიაში აშშ-სამხედრო ძალების გადასხმასაც კი არ მოჰყოლია.

საყინულე კამერებით კოვიდ-19-ის ვაქცინის დისტრიბუცია ამერიკის შეერთებული შტატებში უკვე დაიწყო. “ფაიზერისა” და “ბიოენტეკის” კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინა მარეგულირებელმა ორგანოებმა ამერიკის შეერთებულ შტატებში,  დიდ ბრიტანეთში, კანადაში, ბაჰრეინსა და საუდის არაბეთში უკვე დაამტკიცეს.

ხალხმა ვაქცინის 2 დოზა უნდა მიიღოს.  მისი ეფექტიანობის მაჩვენებელი 95%-ია. ამ დროისთვის  ამერიკის შეერთებულ შტატებში  კოვიდინფექციით გარდაცვლილთა რაოდენობამ 300 ათასს მიაღწია.

მხოლოდ 14 დეკემბერს ვაქცინას აშშ-ის 145 რაიონს მიაწვდიან, 15 დეკემბერს  –  425-ს, 16 დეკემბერს კი –  დანარჩენ 66 ობიექტს. საწყის ეტაპზე დაახლოებით 3 მილიონი ადამიანი შეძლებს „ფაიზერისა და „ბიოენტეკის“  ვაქცინის გაკეთებას.

აშშ-ის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივანი ალექს აზარი და გენერალი გას პერნა, რომლებიც   ვაქცინის დისტრიბუციის პროცესს ზედამხედველობას უწეევენ,  ვაქცინაციის ერთ-ერთ საოპერაციო ცენტრს ეწვივნენ.

ჯანდაცვის სფეროს ოფიციალური წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ ამერიკელი ხალხი  ვაქცინაციის პროცესს დადებიტად შეხვდება.

ვაქცინაციის პირველ ეტაპზე  ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებისა და მოხუცთა თავშესაფრებში რეგისტრირებული ხანშიშესული ადამიანების აცრა იგეგემება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend