მთავარი გადაცემები კუბი ჰაკერებმა კორონავირუსის ვაქცინასთან დაკავშირებული ინფორმაციის მოპარვა სცადეს

ჰაკერებმა კორონავირუსის ვაქცინასთან დაკავშირებული ინფორმაციის მოპარვა სცადეს

ევროკავშირის მედიკამენტების ზედამხედველობის სააგენტოზე კიბერშეტევა გახორციელდა. როგორც სააგენტოს წარმომადგენელბი აცხადებენ, ჰაკერებმა კორონავირუსის ვაქცინასთან დაკავშირებულ გარკვეულ დოკუმენტებზე მოიპოვეს წვდომა.

ევროპის მედიკამენტების სააგენტო ამჟამად ორი სხვადასხვა ვაქცინის, კომპანია Pfizer-ისა და კომპანია Moderna-ს მიერ შემუშავებული ვაქცინების, განხილვისა და დამტკიცების პროცესშია. ეს პროცესი, დაახლოებით,  ორ კვირაში უნდა დასრულდეს. შეტევისას მოპოვებლი დოკუმენტები Pfizer-ისა და BioNTech-ის ვაქცინას ეხება, რომლის გამოყენებაც გასულ კვირას გაერთიანებულმა სამეფომ უკვე დაიწყო.

სააგენტოს კიბერშეტევის დეტალებზე არ უსაუბრია, თუმცა განაცხადეს, რომ თანამშრომლობენ პოლიციასთან და დაწყებულია სრულმასშტაბიანი გამოძიება.

ამ საკითხს გამოეხმაურა კომპანია BioNTech-იც. კომპანიის წარმოამდგენელთა განცხადებით, შეტევას BioNTech-ისა და Pfizer-ის სისტემებზე გავლენა არ მოუხდენია.

“ევროპის მედიკამენტების სააგენტო გვარწმუნებს, რომ კიბერშეტევას განხილვის პროცესის ვადებზე გავლენა არ ექნება”, — ნათქვამია განცხადებაში.

ევროკავშირის კანონების მიხედვით, რომელიმე წევრ ქვეყანაში ნებისმიერი ახალი ვაქცინის გამოყენებაზე ნებართვა ევროპის მედიკამენტების სააგენტომ უნდა გასცეს.

უახლესი

სხვა ამბები

რისკის ჯგუფი

ჰაკერებმაჰაკერებმა