მთავარიმსოფლიოამერიკის ფედერალური სავაჭრო კომისია "ფეისბუკს" ბაზრის მონოპოლიზებაში ადანაშაულებს

ამერიკის ფედერალური სავაჭრო კომისია “ფეისბუკს” ბაზრის მონოპოლიზებაში ადანაშაულებს

ავტორი: ანეტ მიქელაძე

ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური სავაჭრო კომისია  „ფეისბუკს“ ბაზრის მონოპოლიზებაში ადანაშაულებს. კომისია თვლის, რომ “ფეისბუკის” მიერ კონკურენტი სოციალური ქსელების შეძება ანტიმონოპოლისტურ კანონს არღვევს.  “ფეისბუკი” კი თავს იმართლებს, რომ “პერსპექტირული კონკურენტების შესყიდვის” პოლიტიკა უბრალოდ  მისი „სისტემატიზებული სტრატეგიის“ ნაწილია.

აშშ-ის ფედერალურმა კომისიამ სასამართლოს მიმართა, რომ  „ფეისბუკის“ ხელმძღვანელობას „ინსტაგრამისა“ და „ვოტსაპის“ გაყიდვა აიძულოს. ორივე სოციალური ქსელი  უკვე რამდენიმე წელია “ფეისბუკის” საკუთრებაშია. კომისია ასევე მოითხოვს, რომ „ფეისბუკის“ ადმინისტრაციამ გააფორმოს შეთანხმება, რათა შესაძლებელი გახდეს გარიგება მსგავსი სერვისების შესყიდვასთან დაკავშირებით.

„ფეისბუკის“ ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ შეთანხმებები შესყიდვებთან დაკავშირებით მარეგულირებელმა ორგანომ მრავალი წლის წინ დააკმაყოფილა. როგორც ფეისბუკში ფიქრობენ, ხელისუფლება ითხოვს შეთანხმების  შეცვლას და ამერიკულ ბიზნესს გამაფრთხილებელ შეტყობინებებს უგზავნის.

“ფეისბუკის” განმარტებით,  კომპანიას მილიონობით ინვესტიცია აქვს ჩადებული „ვოტსაპსა“ და „ინსტაგრამში“ და მათ დათმობას არ აპირებს.

„ფეისბუკზე“ მიერ გამოქვეყნებულ სტატუსში წერია, რომ ანტიმონოპოლიური კანონები  მომხმარებლების დავასა და ინოვაციების განვითარებისთვის შეიქმნა და არა წარმატებული კომპანიების დასასჯელად.

სარჩელს ამერიკის 46 შტატის, ასევე კოლუმბიისა და გუამის ოლქების პროკურორები უერთდებიან.

ფეისბუკმა „ვოტსაპის“ მესენჯერი 2014 წელს 19 მილიარდ დოლარად იყიდა, 2012 წელს კი მილიარდ დოლარად შეიძინა ინსტაგრამი.

აღსანიშნავია, რომ მხოლოდ „ფეისბუკის“ მიმართ არ ისმის მსგავსი ბრალდებები. 2020 წლის ზაფხულში „გუგლის“, „ამაზონის“, „ფეისბუკისა“ და „ეფლის“ ხელმძღვანელობამ კონგრესის წინაშე ჩვენება მისცა. მათთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება ანტომონოპოლიური კანონის დარღვევისა და ბაზარზე გავლენის მოხდენის მცდელობის მუხლით.

ოქტომბერში აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ სასამართლოში შეიტანა   მსგავსი სარჩელი „გუგლის“ წინააღმდეგ. აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატები ინსტიტუციურ დონეზე საკუთარ ქვეყანაში შექმნილი ტექნოლოგიური გიგანტების წინააღმდეგ წავიდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend