მთავარი მსოფლიო ემანუელ მაკრონი რადიკალური ისლამის წინააღმდეგ

ემანუელ მაკრონი რადიკალური ისლამის წინააღმდეგ

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მთავრობას ახალი საკანონმდებლო ცვლილებები წარუდგინა. კანონმდებლობა რადიკალურ ისლამთან ბრძოლას ისახავს მიზნად. მისი შემოღების მიზეზი საფრანგეთში გახშირებული ტერორისტული აქტები გახდა. ცვლილებების მიხედვით, უფრო მკაცრად გააკონტროლებენ რელიგიურ სკოლებსა და ასოციაციებს.  მეტი ყურადღება დაეთმობა რადიკალური ძალების ონლაინაქტივობას.

ეს კანონპროექტი, სავარაუდოდ, ემანუელ მაკრონის პრეზიდენტობის მეორე ვადაში მიღებული ყველაზე მნიშვნელოვანი და, ამავდროულად, საკამათო კანონმდებლობა იქნება. ცვლილებების მიზანი რესპუბლიკური პრინციპების დაცვა და რადიკალურ ისლამთან ბრძოლაა. კანონმდებლობა მმართველ კაბინეტს 9 დეკემბერს წარედგინა. და მაინც, რა ცვლილებებია მოსალოდნელი?

პირველ რიგში, შეიზღუდება კერძო სწავლება. ამ გადაწყვეტილებამ უკვე გამოიწვია აზრთა სხვადასხვაობა. სასამართლოებში კი აღნიშნეს, რომ ეს კანონი კონსტიტუციასთან შესაძლოა შეუსაბამო აღმოჩნდეს.

მთავრობა  აპირებს მეტი კონტროლი დაამყაროს კერძო რელიგიურ სკოლებზე და აღრიცხვაზე აიყვანოს მოსწავლეები. ამჟამად ასი ათასამდე მოსწავლე, რომლებიც სახლში ან კერძო დაწესებულებაში სწავლობენ, იდენტიფიცირებული არაა.

საკანონმდებლო ცვლილებები უკავშირდება მასწავლებელ სამუელ პატის, რომელსაც ისლამისტმა ტერორისტმა სულ ცოტა ხნის წინ თავი მოკვეთა. მთავრობა აპირებს ონლაინსივრცეზე მეთვალყურეობის დაწესებასაც აპირებს, რათა სიძულვილის ენის გამოყენება შეზღუდოს. მონიტორინგისთვის პროკურატურაში სპეციალურად შექიმნება ახალი განყოფილება.

კანონმდებლობა რელიგიურ ასოციაციებსაც შეეხება. თუ ასეთი ასოციაციები რესპუბლიკის პრინციპებს შელახავენ, ახალი რეგულაციები ხელისუფლებას ხელს გაუხსნის, რომ ეს ასოციაციები დახუროს. პრეფექტებს საშუალება ექნებათ რესპუბლიკის პრინციპების დამრღვევ რელიგიურ ასოციაციებს სახელმწიფო სუბსიდიების გადახდაზე უარი უთხრან. ხოლო რელიგიური ასოციაციებისთვის განკუთვნილი ის უცხოური ფულადი გზავნილები, რომელთა მოცულობა ათი ათას ევროს აღემატება, დეკლარირებული უნდა იყოს.

ახალ კანონმდებლობასთან დაკავშირებით, მთავრობის გუნდში აზრთა სხვადასხვაობაა. ამავდროულად, ხელისუფლებას არ სურს, საპრეზიდენტო არჩევნებამდე ორი წლით ადრე გზა უკიდურეს მემარჯვენე მარინ ლე პენს დაუთმოს. ემანუელ მაკრონის განცხადებებს ისლამურ სამყაროში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ბევრი მიიჩნევს, რომ მაკრონის მიდგომა ისლამის სტიგმატიზაციას უწყობს ხელს.

უახლესი

სხვა ამბები

ემანუელ მაკრონიემანუელ მაკრონი

Send this to a friend