მთავარიCOVID-19ერთი ექიმის ამბავი - "ჩვენ გმირები არ ვართ, თუმცა ეს ნამდვილად ომია"

ერთი ექიმის ამბავი – “ჩვენ გმირები არ ვართ, თუმცა ეს ნამდვილად ომია”

ავტორი: ანანო ღუდუშაური

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი კახაბერ ჭელიძე პანდემიის დღიდან დღემდე პაციენტების სიცოცხლის გადასარჩენად ყოველდღიურად იბრძვის. უკვე 10 თვეა რაც საავადმყოფოს კედელებს თითქმის არ გაცდენია. მისი ყოველი დღე პაციენტებით იწყება და მთავრდება. როგორც ამბობს, ამ ყველაფრისთვის მზად, ძალიან დიდი ხნის წინ, ჯერ კიდევ ჰიპოკრატეს ფიცის დადების დროს იყო.

„მთელი მსოფლიო, ფაქტობრივად, ჟამიანობის პერიოდში ცხოვრობს. გულწრფელად გეტყვით, მაღიზიანებს, როდესაც ექიმების გმირობაზე საუბრობენ. ჩვენ გმირები არ ვართ. თუმცა ეს ნამდვილად ომია. არსებობს ძველი ანდაზა: “ჭირმა ასი მოკლა, შიშმა – ათასიო.“ მართლა ასეა, იქ, სადაც შიში წამყვანია, პროგნოზი ყოველთვის ცუდია. ბუნებრივია, მეტ-ნაკლებად  ყველა კოვიდპაციენტს აქვს მსგავსი მტანჯველი ფიქრები: სიცოცხლის დაკარგვის შიში, სიკვდილის შიში. ჩვენ, ექიმები, სამედიცინო საქმიანობის შესრულების გარდა, იძულებული ვართ, ფსიქოლოგის როლიც შევითავსოთ. კორონავირუსთან ბრძოლის ლომის წილი სწორედ საუბარსა და გარკვეულ ფსიქოლოგიურ ანალიზზე მოდის. ჩვენი ვალია, რომ პაციენტს გავუქარწყლოთ ის, რაც ყველაზე მეტად აშინებს. ჩვენ კი, მედპერსონალი, ვოცნებობთ იმ დღეზე, როდესაც კოვიდპაციენტები აღარ იქნებიან და პირადად მე ამ კომბინიზონის ჩაცმა აღარ მომიწევს.” ამბობს კახაბერ ჭელიძე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი

ექიმი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend