მთავარი მსოფლიო სადავო მემკვიდრეობა

სადავო მემკვიდრეობა

მთიანი ყარაბაღის მიმდებარე ტერიტორია აზერბაიჯანის სრული კონტროლის ქვეშ გადავიდა. რეგიონში კულტურული მემკვიდრეობის მრავალი სომხური ძეგლია. თუმცა ზოგიერთი ძეგლის გენზისი ჯერ კიდევ სადავოა. ასეთია მაგალითად  მონასტერი, რომელსაც სომხები დადივანკის მონასტერს უწოდებენ და საკუთარი კულტურის ნაწილად თვლიან. თუმცა  აზერბაიჯანული მხარე აცხადებს, რომ ეს ალბანური ძეგლია და მას ხუდავანკი ეწოდება. მონასტრის მოსალოცად აზერბაიჯანიდან კავკასიელი ალბანელების შთამომავლები – უდიები ჩავიდნენ.

მთიანი ყარაბაღის ბოლო სამშვიდობო შეთანხმების მიხედვით, ქალბაჯარის რეგიონი აზერბაიჯანს გადაეცა. თუმცა ტერიტორიას რუსი სამშვიდობოებიც აკონტროლებენ. ცოტა ხნის წინ სადავო მონასტერში უპრეცედენტო რამ მოხდა:  სამი აღმსარებლობის მორწმუნე მრევლმა ერთდროულად ილოცა. ლოცვას ესწრებოდნენ ალბანური ეკლესიის ბერები, რუსი მართლმადიდებლები და სომხური სამოციქულო ეკლესიის მიმდევრები. მხარეები დღემდე დაობენ, თუ ვის ეკუთვნის ეს მონასტერი.

 

სომხები ტაძარს დადივანკს უწოდებენ, თუმცა უდები, რომლებიც თავს კავკასიელი ალბანელების შთამომავლებად მიიჩნევენ, მონასტერს ხუდავანკად მოიხსენიებენ და თვლიან, რომ ეს მონასტერი ალბანელებს ეკუთვნით.

„ეს მონასტერი ერთ-ერთი უძველესი სომხური ტაძარია, რომელშიც ჩვენი წინაპრები ლოცულობდნენ. ისინი ყოველ ქვას ლოცვით დებდნენ და ამ ნაგებობამ დღემდე მოაღწია”,- განცხადა სომხური ჯარის სულიერმა მოძღვარმა ვართანეს აბრამიანმა.

ისტორიკოსების მიხედვით, მონასტერი პირველ საუკუნეში თადეოს მოციქულის მოწაფემ წმინდა დადიმ დააარსა, რომელმაც ქრისტიანობა აღმოსავლეთ სომხეთში გაავრცელა. აქ დღემდე შემორჩენილია მეცამეტე საუკუნის შენობები, რომლებიც მეჩვიდმეტე საუკუნეში განახლდა.  თუმცა უდინურ-ალბანური სათვისტომოს წარმომადგენლის რობერტ მობილის მოსაზრებით, მონასტერი ალბანური წარმოშობისაა:

„როგორც აზერბაიჯანის უდინურ-ალბანური ქრისტიანული სათვისტომოს წარმომადგენელმა და გეოლოგმა, შემიძლია, დაგიდასტუროთ, რომ ეს ნამდვილად ალბანური ეკლესიაა და არანაირი კავშირი არ აქვს სომხურ ეკლესიასთან. ეს სამშენებლო მასალები, მოპირკეთება, ჯვრის დეტალები, სიმბოლოები და ზოგადად არქიტექტურა არ არის სომხური ტაძრებისთვის დამახასიათებელი.“ – განმარტავს რობერტ მობილი.

საეკლესიო რიტუალის მონაწილეები, რომელთა შორის რუსი სამშვიდობოები და მედიის წარმომადგენლებიც იყვნენ, რუსმა მღვდელმა დალოცა. სამწუხაროდ, მღვდელს, რომელიც რუსეთის ჯარს ემსახურება, “ევრონისუთან” გასაუბრების უფლება არ მისცეს.

 

 

უახლესი

სხვა ამბები

რისკის ჯგუფი

მემკვიდრეობამემკვიდრეობა