მთავარი COVID-19 დიდი ბრიტანეთი მასობრივ ვაქცინაციას სამშაბათს დაიწყებს

დიდი ბრიტანეთი მასობრივ ვაქცინაციას სამშაბათს დაიწყებს

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა უკვე ინგლისშია. ლონდონის მახლობლად მდებარე კროიდონის საუნივერსიტეტო საავადმყოფო პირველია, რომელმაც “ფაიზერისა” და “ბიოენტექსის” ერთობლივი ვაქცინა მიიღო. გაერთიანებული სამეფო მასობრივი ვაქცინაციის პროგრამას სამშაბათს დაიწყებს. პირველად აცრიან თავშესაფარში მცხოვრებ ხანდაზმულებს და მათ მომვლელებს, შემდეგ 80 და 80-ს გადაცილებულ მოხუცებს, ბოლოს კი – სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს.

”ვაქცინა ინახება მინუს 70-გრადუსიან საყინულეში. საავადმყოფო ამოწმებს ყველა დეტალს, რათა შევძლოთ ვაქცინაციის პროგრამის ჩატარება პრიორიტეტულ ჯგუფებში“,- განცხადა ოიდონის საუნივერსიტეტო საავადმყოფოს  მთავარმა ფარმაცევტმა  ლუიზა კოფლანიმ.

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინამ ჯერ ვერ მიაღწია ევროპამდე, სადაც პანდემიის მეორე ტალღას  ებრძვიან. იტალიაში ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი კვლავ მაღალია, გარდაცვლილთა რაოდენობამ კი 60 ათასს გადააჭარბა. მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების რაოდენობით იტალიამ მეექვსე ადგილზეა.

მოახლოებული დღესასწაულების მიუხედავად, გერმანია შეზღუდვებს კიდევ უფრო ამკაცრებს. ბავარიის რეგიონში 9 დეკემბრიდან 5 იანვრამდე მკაცრი კარანტინი დაწესდება.

ბავარია გერმანიაში კორონავირუსისგან ყველაზე მეტად დაზარალებული რეგიონია. დაავადებას რეგიონში 4 289 ადამიანი ემსხვერპლა. ბავარიაში  მკაცრი შეზღუდვები მოქმედებს და მოსახლეობას ქუჩაში გასვლა მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში შეუძლია.

უახლესი

სხვა ამბები

დიდი ბრიტანეთიდიდი ბრიტანეთი
Send this to a friend