მთავარიCOVID-19რატომ დაამტკიცა ბრიტანეთმა ვაქცინა ასე სწრაფად?

რატომ დაამტკიცა ბრიტანეთმა ვაქცინა ასე სწრაფად?

ბრიტანეთმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა რეკორდულად მოკლე დროში დაამტკიცა. საზოგადოებას იმედი მიეცა, თუმცა ვაქცინის სანდოობის ირგვლივ კითხვებიც გაჩნდა.

ევროპისთვის ისტორიული მომენტი დადგა.

ამერიკული ფარმაცევტული კომპანია Pfizer– ისა და გერმანული კომპანიის BioNTech– ის მიერ შემუშავებული ვაქცინის გამოყენება გადაუდებელი შემთხვევების დროს ბრიტანეთმა ამერიკის შეერთებულ შტატებზე ერთი კვირით ადრე დაიწყო.  ასეთი ნაჩქარევი გადაწყვეტილების გამო, საზოგადოებას ვაქცინის სანდოობის ირგვლივ კითხვები გაუჩნდა.

თუმცა ბრიტენთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი ოპტიმიზმს ვერ მალავს:

„იმედით ველოდით იმ დღეს, როდესაც მეცნიერება ჩვენს უხილავ მტერს დაამარცხებდა, ჩვენ კი მის წინააღმდეგ გაგავძლიერებდა. მეცნიერებმა ეს შეძლეს.“

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრის მეთ ჰენკოკის განცხადებით, გაერთიანებული სამეფოს ისტორიაში მასობრივი ვაქცინაციის ყველაზე დიდი პროგრამა მომდევნო კვირას  დაიწყება. პირველ რიგში რისკჯგუფში შემავალი პირები აიცრებიან. მეთ ჰენკოკმა ვაქცინის სწრაფად დამტკიცების მიზეზებიც განმარტა:

„უსაფრთხოების ყველა ნორმას ვითვალისწინებთ, მაგრამ მომავალი ბრექსიტის გამო პროცესი უნდა დაგვეჩქარებინა“.

ვაქცინის დამტკიცების შესახებ კომენტარი ბრიტანეთის პარლამენტის  კონსერვატორმა დეპუტატმა ჯეიკობ რის მოგმაც გააკეთა. ბრიტანელებს გერმანიის ჯანდაცვის მინისტრმა ჯენს სპანმა უპასუხა.

„მივმართავ ჩვენს ბრიტანელ მეგობრებს. მას შემდეგ, რაც ბრექსიტზე გარკვეული კომენტარები მოვისმინე, მინდა გითხრათ, რომ BioNTech-ი ევროპული კომპანიაა, რომელიც ევროკავშირშია შექმნილი. ბრიტანეთის მიერ ევროკავშირის ოფიციალურად დამტკიცებული პროდუქტის მიღება მოწმობს იმას, რომ ამ რთულ და კრიზისულ პერიოდში ევროპული და საერთაშორისო თანამშრომლობა მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ჯენს სპანმა.

ბრიტანეთში სიკვდილიანობისა და ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის ფონზე ვაქცინა ერთადერთი გამოსავალია. როგორც გაერთიანებული სამეფოს ოფიციალური სტრქუტურები განმარტავენ, ვაქცინის დამტკიცების  ყველა ნორმა გაითვალისწინეს და ახლა მთავრობა დიდი ცვლილებების მოლოდინშია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend