მთავარიCOVID-19ევროპაში შეზღუდვები შობისა და ახალი წლის უქმეებზეც გავრცელდება

ევროპაში შეზღუდვები შობისა და ახალი წლის უქმეებზეც გავრცელდება

ევროპაში პანდემიის პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვები შობისა და ახალი წლის დღესასწაულების ტრადიციულ უქმე დღეებშიც ძალაში დარჩება.

გერმანია კორონავირუსის წინააღმდეგ დაწესებულ შეზღუდვებს 10 იანვრამდე გააგრძელებს, რადგან ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი ჯერ კიდევ ძალიან მაღალია.

ეს ნიშნავს, რომ რესტორნები, ბარები და სპორტული დარბაზები არ გაიხსნება. რეგულაციები ძალაში იქნება ახალ წელსაც, თუმცა შობისთვის გერმანიის ხელისუფლება ზოგიერთ შეზღუდვის შემსუბუქებას აპირებს.

ავსტრიაში ქვეყნის მეორედ ჩაკეტვამ  მოსახლეობაში კორონავირუსის გავრცელებლის  მაჩვენებლი მკვეთრად ვერ შეამცირა და დღეში დაახლოებით 5000 ახალი შემთხვევა დასტურდება. თუმცა ავსტრია ნელ-ნელა მაინც იწყებს შეზღუდვების შემსუბუქებას: ორშაბათიდან სკოლები გაიხსნება და მუშაობას საცალო ვაჭრობის ობიექტები, სალონები, მუზეუმები და ბიბლიოთეკებიც შეძლებენ.

ესპანეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით,  შობისა და ახალი წლის დღესასწაულებზე ახალი შეზღუდვები დაწესდება. ესპანეთის მოსახლეობა რეგიონებს შორის გადაადგილებას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ თავისი ოჯახის წევრთან მისვლა სურს. იკრძალება დასასვენებლი ან სადღესასწაულო თავყრილობა. შობისა და ახალი წლის  ღამეს კი ერთ ოჯახში შეკრებილი ხალხის რაოდენობა ათს არ უნდა აღემატებოდეს.

რუსეთში, სადაც კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა დღეში 589-ით გაიზარდა, პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მომდევნო კვირიდან მოსახლეობის ნებაყოფლობითი ვაქცინაციის ნებართვა გასცა. რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთში წარმოებული ვაქცინა  ,,სპუტნიკ ვი“-ს ეეფქტიანობა 92 %-ია და მას მოსახლეობის ვირუსისაგან  დაცვა შეუძლია.

 ” მე ვიცი, რომ  კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ,,სპუტნიკ ვის“  ორ  მილიონ ერთეულზე  მეტი უკვე რეგისტრირებულია. ეს ფართომასშტაბიანი ვაქცინაციის დაწყების შესაძლებლობას გვაძლევს. როგორც შევთანხმდით, პირველ რიგში აიცრებიან  რისკჯგუფში მყოფი ადამიანები,  ასევე მედიკოსები და მასწავლებლები“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა

 

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend