მთავარიCOVID-19ცირკი პანდემიის დროს

ცირკი პანდემიის დროს

ზავათელის მოხეტიალე ცირკი, როგორც წესი, წელიწადში 30 ქალაქში მართავს წარმოდგენას. თუმცა პანდემიამ ცირკის ცხოვრება საგრძნობლად შეცვალა. პანდემიის დაწყებისთანავე მოხეტიალე ცირკს წარმოდგენების შემცირება მოუხდა, განსაკუთრებით კარანტინის დროს, რომელიც ბელგიაში ორჯერ დაწესდა.

მოხეტიალე ცირკი 25 ადამიანს არჩენს. რაც შეეხება ცირკის ცხოველებს, მათი გამოკვება კვირაში დაახლოებით 500 ევრო ჯდება, ეს კი ცირკისთვის საკმაოდ დიდი თანხაა. როდესაც ცხოვრება ჩვეული რიტმით მიდიოდა, ცირკის მსახიობები მუდმივად მაყურებლის ყურადღების ცენტრში იყვენენ. ახლა არენაზე არც მათი სიცილი ისმის და არც  –  ტაში. შესაბამისად, ცირკს არც შემოსავალი აქვს და ვერც  მოგზაურობს.

„ეს მოხეტიალე ცირკია. ჩვენ ქალაქიდან ქალაქში ვმოგზაუროთ, ახლა კი ჩვენთვის ცირკი მკვდარია, აქ სიცოცხლე აღარ არის”, – ამბობს აკრობატი კევინ დუბუა.

ცირკის დირექტორის საიმონ დუბუას განმარტებით, ცირკს მსგავსი პრობელმა ადრე არასდროს ჰქონია.

„აქამდეც გვქონდა პატარა პრობლემები, მაგალითად ფრინველის გრიპის დროს, მაგრამ ის მხოლოდ 15 დღიდან 3 კვირამდე გაგრძელდა. ერთი წელი წარმოდგენების გარეშე კი .. ასეთი შემთხვევა ჯერ არ გვქონია”, – წუხს დუბუა.

ცირკის კარავი დაკეციალია და აკრობატები გარეთ ვარჯიშობენ. თუმცა ეს პრობლემას ბოლომდე ვერ აგვარებს. მაგალითად ერთ-ერთი მსახიობი, ნიკ დუბუა იძულებულია, რეპეტიციებზე უარი თქვას, რადგან მისი საცირკო ნომერი კარავში 10 მეტრის სიმაღლეზე ტარდება და შესაბამისად, ვარჯიში კარავში უნდა ჩატარდეს.

ნიკი შიშობს, რომ კვალიფიკაციას დაკარგავს:

„ჩემთვის ვარჯიში შეუძლებელია, თუკი კარავი გაშლილი არ იქნება და ბორბალი არ იტრიალებს. მეშინია იმ დღის, როცა ბორბალს დავუბრუნდები, რადგან შეიძლება თავბრუ დამეხვეს, ან დამავიწყდეს რას და როგორ ვაკეთებ.”

 

ცირკი, რომელსაც არსებობის  200 წლიანი ისტორია აქვს, ახლა ინვენტარის ხარჯებსაც ძლივს ფარავს.  სასოწარკვეთილ დასის წევრებს არენაზე დაბრუნება სურთ, თუმცა ჯერჯერობით ამის პერსპექტივა არ ჩანს. მითუმეტეს, რომ ზამთარი დადგა – სეზონი, როცა ცირკი სამი თვით ისვენებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend