მთავარიCOVID-19AstraZeneca-მ ვაქცინის 90 პროცენტიანი ეფექტიანობა შემთხვევით მიიღო

AstraZeneca-მ ვაქცინის 90 პროცენტიანი ეფექტიანობა შემთხვევით მიიღო

ოქსფორდის უნივერსიტეტმა და კომპანია AstraZeneca-მ კორონავირუსის საწინააღმდეგო ყველაზე ფექტური ვაქცინა შესაძლოა, შემთხვევით მიიღეს.

AstraZeneca-ს 23 ნოემბერს გამოქვეყნებული პრეს-რელიზის მიხედვით, ვაქცინის 90%-მდე ეფექტიანობა იმ ჯუგფში დადასტურდა, რომელსაც თავდაპირველად ვაქცინის ნახევარ დოზას აძლევდნენ, მოგვიანებით კი – სრულს.

ჯგუფი, რომელშიც ვაქცინამ უფრო დაბალი 62%-იანი ეფექტიანობა აჩვენა, მხოლოდ ორ სრულ დოზას იღებდა.

AstraZeneca-ს ბიოფარმაცევტული კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მინ პანგალოსმა “Reuters”-თან განაცხადა, რომ ერთ-ერთი ჯგუფისთვის ვაქცინის ნახევარი დოზის გაკეთება დაგეგმილი არ იყო და შეცდომით მოხდა.

“The New York Times”-თან ინტერვიუში პანგალოსმა განაცხადა, რომ ეს “სასარგებლო შეცდომა” გამოდგა.

ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ ოთხშაბათს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ვაქცინების გარკვეულ ნაწილს განსხვავებული კონცენტრაცია ჰქონდა. უნივერსიტეტის განმარტებით, მათ ეს საკითხი მარეგულირებელ ორგანოებთან ერთად განიხილეს და გადაწყდა, რომ კვლევა ორივე ჯგუფში დასრულებულიყო.

ექსპერტების მიხედვით, ჯგუფში, რომელმაც ნახევარი დოზა მიიღო, მხოლოდ 2 741 ადამიანი შედიოდა, რის გამოც მიღებული შედეგის სანდოობა რთული დასადგენია. მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ  ამ კონკრეტულ ჯგუფში მონაწილეთა ასაკი 55 წელს არ სცდებოდა.

ფლორიდის უნივერისტეტის ასისტენტ-პროფესორის ნატალი დინის განმარტებით, ოქსფორდისა და AstraZeneca-ს მიერ გამოქვეყნებული შედეგები არ არის ისეთივე გამჭვირვალე და გასაგები, როგორც ეს Pfizer-ისა და Moderna-ს შემთხვევაში.

“თუ მათ სურთ, რომ ჯერ ნახევარი და შემდეგ სრული დოზით ვაქცინაციის ნებართვა მიიღონ, უნდა დაიცადონ მანამ, სანამ უფრო დამაჯერებელი შედეგები ექნებათ”, — აცხადებს ნატალი დინი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend