მთავარიმთავარი ამბავიახალი შეზღუდვები

ახალი შეზღუდვები

საქართველოს მთავრობამ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ორთვიანი (28 ნოემბერი-31 იანვარი) გეგმა შეიმუშავა.

მთელ საქართველოში

2020 წლის 28 ნოემბრიდან 2021 წლის 31 იანვრის ჩათვლით ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან 05:00 საათამდე ყველანაირი გადაადგილება იკრძალება. გამონაკლისია ახალი წლის ღამე – 31 დეკემბერი და შობის ღამე – 6 იანვარია.

იკრძალება საქალაქთაშორისო მოძრაობა რკინიგზით, ავტობუსითა და სამარშრუტო ტაქსით. ეს შეზღუდვა არ ვრცელდება მსუბუქ ავტომობილებსა და ტაქსებზე.

რესტორნებსა და კვების ობიექტებს ეკრძალებათ სტუმრების მიღება.  მომხმარებლისთვის ნებადართულია საკვების შინ წაღება. გარდა ამისა, რესტორნებისა და კვების ობიექტებს შეუძლიათ  მიტანის სერვისიც შესთავაზონ მომხმარებელს.

დაიხურება ფიტნესდარბაზები და საცურაო აუზები.

ყველა სახის კონფერენცია, ტრენინგი, კულტურული და გასართობი ღონისძიების ჩატარება დასაშვებია მხოლოდ ონლაინფორმატით.

იკრძალება სპორტული, ხელოვნებისა და კულტურული წრეების ან სტუდიების საქმიანობა.

დიდ ქალაქებსა და ზამთრის კურორტებზე

თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, გორში, ფოთში, ზუგდიდში, თელავში, ბაკურიანში, გუდაურში, გოდერძის უხელტეხილსა და მესტიაში იკრძალება მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა.

სავაჭრო ობიექტები მუშაობას დისტანციურად აგრძელებენ (შეზღუდვა არ ეხება სურსათის, ცხოველების საკვების, აფთიაქების, ვეტაფთიაქის, საყოფაცხოვრებო ქიმიის, ჰიგიენის მაღაზიებსა და პრესის ჯიხურებს).

ღია და დახურული ბაზრობები იკეტება. ფუნქციონირებას აგრარული ბაზრები აგრძელებენ.

სკოლები, პროფსასწავლებლები და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები სწავლების დისტანციურ პლატფორმაზე გადადიან. შეზღუდვა არ ეხება სამედიცინო საგანმანათლებლო პროგრამებს.

კერძო და საჯარო საბავშვო ბაღები მუშაობას აჩერებენ.

ზამთრის კურორტების სასტუმროები ტურისტებს ვერ მიიღებენ. სასტუმროს ოთახები მხოლოდ საკარანტინო სივრცეების მოსაწყობად გამოიყენება.

სათხილამურო ტრასებისა და საბაგიროების ფუნქციონირება ჩერდება.

 24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე დროებით მოიხსნება ყველა შეზღუდვა

აღდგება მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა, გაიხსნება სავაჭრო ცენტრები, ღია და დახურული ბაზრობები.

3 იანვრიდან 15 იანვრის ჩათვლით მთელი ქვეყნის მასშტაბით დასვენების დღეები ცხადდება

ამ პერიოდში აღდგება ყველა შეზღუდვა.

ბანკებისა და სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებისა და სერვისების გარდა, მუშაობა შეჩერდება  საჯარო და კერძო დაწესებულებებში.

16 იანვრიდან 31 იანვრის ჩათვლით ქვეყანაში შემსუბუქდება შეზღუდვები და მხოლოდ დაწესებული რეგულაციები მხოლოდ შაბათ-კვირას დარჩება ძალაში

აღდგება მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა.

გაიხსნება სავაჭრო ობიექტები, ღია და დახურული ბაზრობები.

შაბათ-კვირას  ტრანსპორტის, სავაჭრო ობიექტებისა და ბაზრობების მუშაობა შეჩერდება.

ორთვიანი გეგმის მიხედვით დაწესებული შეზღუდვები არ ეხება:

სახელმწიფო და კერძო სამშენებლო-სარემონტო საქმიანობას;

საბანკო და საფინანსო საქმიანობას;

სურსათის, ცხოველების საკვების, აფთიაქების, ვეტაფთიაქის, საყოფაცხოვრებო ქიმიის, ჰიგიენის მაღაზიებსა და პრესის ჯიხურებს;

ადგილზე მიტანისა და გატანის სერვისებს;

სილამაზის სალონებსა და ესთეტიკური მედიცინის ცენტრებს;

ავტოტექმომსახურებასა და ტექნიკური ინსპექტირების სერვისებს;

საყოფაცხოვრებო ტექნიკის სარემონტო სერვისებს;

აგრარული ბაზრის მუშაობას;

ასევე არ იზღუდება მსუბუქი ატომობილით, მათ შორის, ტაქსით გადაადგილება.

გეგმის მიხედვით, დაწესებული შეზღუდვები პირველი თებერვლიდან მოიხსნება.

 

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend