მთავარი მთავარი ამბავი მსოფლიომ დიეგო მარადონა დაკარგა

მსოფლიომ დიეგო მარადონა დაკარგა

მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელს, დიეგო არმანდო მარადონას გული გაუჩერდა. ლეგენდარული ფეხბურთელი სახლში გარდაიცვალა.

ეს ინფორმაცია არგენტინის ფეხბურთის ასოციაციამ დაადასტურა.

„არგენტინის ფეხბურთის ასოციაცია და ასოციაციის პრეზიდენტი, კლაუდიო ტაპია ღრმა მწუხარებას გამოხატავს ჩვენი ლეგენდის, დიეგო არმანდო მარადონას გარდაცვალების გამო. შენ ყოველთვის ჩვენს გულებში იქნები!“ – წერია არგენტინის ფეხბურთის ასოციაციის მიერ გამოქვეყნებულ წერილში.

მარადონა 2 ნოემბერს ბუენოს აირესის ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანეს და ოპერაცია გაუკეთეს. მას ტვინის ზედაპირზე სისხლის შედედება, ჰემატომა აღმოაჩნდა. არგენტინელი კლინიკიდან 11 ნოემბერს გაწერეს.

ოჯახის ექიმის განცხადებით, მარადონა ბოლო დროს ალკოჰოლს ეტანებოდა, რადგან ასე დეპრესიას ებრძოდა. იგი ანტიდეპრესანტებსაც ხშირად იღებდა და წონაშიც დაიკლო.

მარადონა მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე დიდი ფიგურად ითვლება. მან არგენტინის ნაკრებში 91 მატჩი გამართა და 34 გოლი გაიტანა, 1986 წელს კი სამშობლოს მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოუპოვა.

უახლესი

სხვა ამბები