მთავარი მსოფლიო ეთიოპიელი მიგრანტები სუდანში

ეთიოპიელი მიგრანტები სუდანში

ეთიოპიაში, ტიგრეის რეგიონში მიმდინარე სამხედრო დაპირისპირების, ეკონომიკური კრიზისი და სხვა საფრთხეები უკვე მესამე კვირაა, ათასობით ეთიოპიელს აიძულებს, თავშესაფარი მეზობელ სუდანში მოძებნოს. თუმცა, ლტოლვილებს საველე ბანაკებშიც ბევრი სირთულე ელოდებათ.  მიგრანტებს ჰუმანიტარულ დახმარებას გაერო და სხვა საქველმოქმედო ორგანიზაციები უწევენ. აღმოსავლეთ სუდანში დაბანაკებული მიგრანტები ახლა მასპინძელი ქვეყნის მთავრობის გადაწყვეტილებას ელოდებიან.

სუდანში, რაკოუბას ბანაკში, ათასობით ეთიოპიელი მიგრანტი გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს. მას შემდეგ, რაც ლტოლვილებმა ეთიოპია-სუდანის საზღვარი გადაკვეთეს და შედარებით უსაფრთხო ადგილზე გადავიდნენ, ჰუმანიტარულმა სააგენტოებმა მათ დასახმარებლად სხვადასხვა ზომას მიმართეს. ნორვეგიის მიგრაციის საკითხების კონსული უილ კარტერი ადგილზე ჩავიდა და ბანაკში მყოფი ბავშვები მოინახულა. აქ ბავშვებისთვის საველე სასწავლო ცენტრები მოეწყობა, რათა ბავშვებმა საბაზისო განათლება მიიღონ.

„აქ საკმაოდ მძიმე პირობებია. საზოგადოება სასოწარკვეთილია და გაჭირვებაში ცხოვრობს. მათ საცხოვრებელი ადგილის დატოვება მოულოდნელად მოუწიათ. ბევრმა მათგანმა ოჯახის წევრებიც დაკარგა. აქ არაფრის იმედად მოვიდნენ. არც საკვები აქვთ, არც ფული, არც ტანსაცმელი. პირველი რამდენიმე კვირა რთული და მტკივნეული იქნება, თუმცა ჩვენ, რაც შეგვიძლია, ყველაფერს გავაკეთებთ. იქნებ, ბავშვების პირობები მაინც გავაუმჯობესოთ“,-განაცხადა ნორვეგიის მიგრაციის საკითხების კონსულმა უილ კარტერმა. 

სუდანში ადგილობრივი და საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციების მუშობა კიდევ უფორ გართულდა. ისინი ერთდროულად რამდენიმე პრობლემასთან ცდილობენ გამკლავებას: ზაფხულის წყალდიდობის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილებისა და პანდემიით დაზარალებულთა მოვლა-პატრონობას ახლა უკვე ეთიოპიელი მიგრანტების საკითხიც დაემატა.

„უამრავი პრობლემა გვაქვს. განსაკუთრებით მედიკამენტების ნაკლებობა გვაწუხებს. მოქალაქეებისთვის საკმარისი წამალი არ გვაქვს. გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი მუდმივად გვეხმარება. ჩვენ გვერდითაა უამრავი ჰუმანიტარული ორგანიზაციაც, რათა იმ კატასტროფულ სიტუაციას გავუმკლავდეთ, რომელიც ყოველდღე უარესდება. თუმცა გვესმის, რომ მათი რესურსებიც შეზღუდულია და შეიძლება ამოიწუროს“, – ამბობს ყადარიფის გამგებელისულეიმან ალი მუსა.

მიგრანტებს საკვებითა და წყლით ამარაგებენ. პროდუქტების ჩამონათვალი მწირია. თუმცა თავის გადარჩენისათვის ჯერჯერობით, საკმარისია. სხვადასხვა სააგენტო სუდანში ფსიქოლოგიური დახმარების პროგრამის განხორციელებასაც აპირებს.

„დაგვეხმარეთ, აქ დასაღუპად ვართ განწირული. ომს გამოვექეცით. ძალიან გვეშინია,  რომ შიმშილით არ დავიხოცოთ. ინფექციებიც გავრცელდა. თუ ვინმეს ნამდვილად სურს ჩვენი დახმარება, სწრაფად უნდა იმოქმედონ. მხოლოდ ამის თქმა მსურდა. ყველაზე მეტად ბავშვებზე ვდარდობთ, აქ სიკვდილს არ იმსახურებენ“, – წუხს ეთიოპელი მიგრანტი ტერჰას ადისო.

სუდანში მყოფი ეთიოპიელი მიგრანტების დასახმარებლად მთელი მსოფლიოს ჰუმანიტარული ორგანიზაციები გაერთიანდნენ. რამდენიმე მათგანი გასნაკუთრებულად აქტიურობს. გაერომ ეთიპელ მიგრანტებს  200 მილიონი დოლარი გამოყო. ნორვეგიის მიგრაციის საკითხების კონსული ბავშვებსა და მათ განათლებაზე იზრუნებს. მედიკამენტებს კი სრულიად უფასოდ რამდენიმე ფარმაცევტული კომპანია დაარიგებს. მიგრანტები კი ელიან, მიანიჭებს თუ არა მათ მასპინძელი სუდანი მოქალაქეობას.

უახლესი

სხვა ამბები