მთავარიმსოფლიო„ამერიკა დაბრუნდა“

„ამერიკა დაბრუნდა“

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მოსახლეობას ეროვნული უსაფრთხოების გუნდი წარუდგინა. მისი განცხადებით, იგი ახალ გუნდთან ერთად მზადაა,  ამერიკას მსოფლიოს ლიდერი ქვეყნის სტატუსი დაუბრუნოს. მოქმედმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, მიუხედავად იმისა, რომ  არჩევნების შედეგებს არ აღიარებს, პრეზიდენტობის გადაბარების პროცესი დაიწყო.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მოსახლეობას ეროვნული უსაფრთხოების გუნდი წარუდგინა. ბაიდენის განცხადებით, მის გუნდს დიდი გამოცდილება და მმართველობის კარგი უნარი აქვს.

„ეს არის გუნდი, რომელიც ჩვენს ქვეყანასა და მის მოსახლეობას დაიცავს. ეს გუნდი მოგვცემს იმის გარანტიას, რომ ამერიკა მსოფლიო ასპარეზზე დაბრუნდება და უკან არ დაიხევს. ჩვენ მზად ვართ, წინ აღვუდგეთ ჩვენს მტრებს და არ ვაქციოთ ზურგი ჩვენს მოკავშირეებს,“ – განაცხადა ბაიდენმა.

იმ შემთხვევაში, თუ სენატი მხარს დაუჭერს ჯო ბაიდენის მიერ წარდგენილ კანდიდატებს, ალეჰანდრო მაიორკასი იქნება პირველი ლათინომაერიკელი, რომელიც ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტს უხელმძღვანელებს. ავრილ ჰეინსი კი იქნება პირველი ქალი, რომელიც ეროვნულ დაზვერვას ჩაუდგება სათავეში.

დონალდ ტრამპი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს ისევ არ აღიარებს. პრესკონფერენციაზე ტრამპმა თანამდებობის დატოვებაზე კომენტარი არ გააკეთა. ამის ნაცვლად, ყურადღება „დოუ ჯონსის“ საფონდო ინდექსის ახალ, რეკორდულ მაჩვენებელზე გაამახვილა.

„დღეს „დოუ ჯონსის“ ნიშნულმა 30 000-ს მიაღწია. ეს კარგი რიცხვია. არავის ეგონა, რომ ეს მოხდებოდა. ჩემი ხელმძღვანელობის დროს ბევრი რეკორდი მოვხსენით,“ – განაცხადა ტრამპმა.

ტრამპის მიერ ბაიდენისთვის პრეზიდენტობის გადაბარებაზე გაცემულმა თანხმობამ საფონდო ბირჟებს სტაბილურობის განცდა დაუბრუნა და შედეგად, საბირჟო ინდექსებზე  დადებითად აისახა. მადლიერების დღისთვის პრეზიდენტმა ტრამპმა ინდაურის შეწყალების ტრადიციული რიტუალი შეასრულა. მისი განცხადებით, არჩევნების შედეგებს ისევ გაასაჩივრებს.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend