მთავარიCOVID-19კოვიდინფიცირებულები იტალიურ სასტუმროებში

კოვიდინფიცირებულები იტალიურ სასტუმროებში

იტალიაში სასტუმროების ნაწილი კოვიდპაციენტების მისაღებად ემზადება. მთავრობის განცხადებით, ეს ნაბიჯი მომგებიანია, როგორც ჯანდაცვის სისტემისთვის, ასევე ტურიზმის სექტორისთვის.

 

გეგმის მიხედვით, იტალიის სასტუმროებში 20 ათასი ოთახი კოვიდინფიცირებულთა მისაღებად უნდა გადაკეთდეს. მართალია, ჯერჯერობით, გეგმა ბოლომდე არ შესრულებულა, მაგრამ ქვეყნის ჯანდაცვის სისტემას სასტუმროები უკვე მნიშვნელოვნად ეხმარებიან.

 

იტალიის სასტუმროთა ასოციაციის წარმომადგენლის განცხადებით, რომში 1 200 სასტუმროდან მხოლოდ 200 გაიხსნა. 15 ასეთი სასტუმრო პაციენტების მისაღებად მზადაა, აქედან 7 უკვე ფუნქციონირებს.

 

ერთ-ერთი ასეთი სასტუმროა “შერატონი”, სადაც ინფიცირებულებისთვის 169 ოთახია გამოყოფილი. “შერატონში” უსიმპტომო პაციენტებთან ერთად იმ პაციენტებსაც ანაწილებენ, რომელთა მდგომარეობაც მძიმე არ არის,  მაგრამ მკურნალობა მაინც სჭირდებათ.

 

იტალიაში ჩამოსული ტურისტები, რომლებსაც კოვიდი უდასტურდებათ, “შერატონში” გადაყავთ.

 

ადგილობრივი ხელისუფლება სასტუმროებს თითოეულ სტუმარზე 30 ევროს უხდის, რომელიც დასუფთავებისა და სანიტარიის ხარჯებს ფარავს. თუმცა სასტუმრო ოთახების ძველი ღირებულების მხოლოდ ნახევარია.

 

სასტუმრო „ურბან გარდენი“ რომის ცენტრიდან 20 წუთის სავალზე მდებარეობს.  ამ სასტუმროში 50 ოთახიდან 10-ში უსიმპტომო კოვიდპაციენტები არიან განთავსებული. აპრილიდან დღემდე აქ 500-ზე მეტ პაციენტს უმკურნალეს. სასტუმრო ხშირად გადავსებულიც კი იყო.

 

სასტუმროს გენერალური მენეჯერის განმარტებით,  შემოსავალმა 70 პროცენტით დაიკლო და რომ არა ეს ახალი შესაძლებლობა, მათი სასტუმრო სხვების მსგავსად დაიკეტებოდა.

 

„მომწოდებლებისთვის რომ გადამეხადა, სესხის აღება დამჭირდა. თუმცა ამ ახალი სქემის დახმარებით, გადასახადების, ქირის გადახდა და ბიზნესის შენარჩუნება შევძელი,“ – ამბობს ანტონელა დე გრეგორიო.

 

 

დაზარალებულები იტალიურ სასტუმროებში ადრეც განუთავსებიათ. ბოლოს სასტუმროებში მიწისძვრის შედეგად დაზარალებულები რამდენიმე წლის წინ დააბინავეს. თუმცა მაშინ სასტუმროებზე ასეთი მოთხოვნა  ნამდვილად არ ყოფილა.

 

„ასეთი შემთხვევის მომსწრე პირველად ვართ. ადრე, 5-6 თვეში ერთხელ ერთი, ორი ან თუნდაც სამი ოთახი დაზარალებულებისთვის გამოგვიყვია, მაგრამ ასეთი მასშტაბური შემთხვევა არ გვქონია,“ – განმარტა ანტონელა დე გრეგორიომ.

 

ანტონელა დე გრეგორიოს მომავალი აფიქრებს. ის იმედოვნებს, რომ მომავალში მომხარბელი მის სასტუმროში გაჩერებაზე თავს არ შეიკავებს იმის გამო, რომ იქ კორონა ვისრუსით ინფიცირებულები ცხოვრობდნენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend