მთავარიმსოფლიობეირუთის აფეთქების 3D-მოდელი შეიქმნა

ბეირუთის აფეთქების 3D-მოდელი შეიქმნა

4 აგვისტოს ლიბანის დედაქალაქის  პორტში ამონიუმის ნიტრატით დატვირთული გემის აფეთქებამ ბეირუთის დიდი ნაწილი გაანადგურა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, დიდი რაოდენობით ამონიუმის გვარჯილით დატვირთული გემი ბეირუთის პორტში 2014 წლიდან იდგა. თუმცა გამოძიება, რომელსაც ლიბანის ხელისუფლება ატარებს, ჯერჯერობით შედეგს არ იძლევა და ბრალდება არცერთ პასუხსიმგებელი პირისთვის არ წაუყენებიათ.

ლიბანელები სოციალურ ქსელში კრიტიკულ კომენტარებსა და პოსტებს წერენ. ამიტომ გამოძიების ჩატარება დიდი ბრიტანეთის საგამოძიებო ჯგუფმა Forensic Architecture-მა გადაწყვიტა. ამ საგამოძიებო ჯგუფს ენდობიან ისეთი ორგანიზაციები, როგორებიცაა „ამნესტი ინტერნეიშენალი“ და  გაერთიანებული ერების ორგანიზაცია.

გამოძიება ძირითადად ეყრდნობა იმ ფოტო-ვიდეო მასალს, რომელიც აფეთქების დროს ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდა, ასევე საჯარო წყაროებიდან მიღებულ ინფორმაციასა და ოფიციალურ დოკუმენტებს. მოძიებულ მასალაზე დაყრდნობით, გამომძიებლებმა აფეთქების ერთგვარი არქიტექტურული 3D-მოდელი შექმნეს.

 

ფოტოებისა და ვიდეოების სივრცული არქიტექტურული ანალიზის საშუალებით, გამომძიებლებმა შეძლეს ხანძრისა და აფეთქების წყაროს დადგენა.

ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ საწყობში ამონიუმის ნიტრატის გარდა იყო ადვილად აალებადი მასალები, როგორებიცაა ფოერვერვერკი და ავტომობილის საბურავები. ბრიტანელი გამომძიებლების აზრით, ამ მასალებმა ხელი შეუწყო 2700 ტონა ამონიუმის ნიტრანტის აფეთქებას საწყობში.

ანალიზმა ასევე აჩვენა, რომ საწყობში ბევრი კარფ-ანჯრების უმეტესობა დახურული იყო, რამაც შექმნა ამონიუმის ნიტრანტის აალებისთვის ხელსაყრელი პირობები: საწყობში ტემპერატურამ აიწია და ამონიუმის ნიტრატი აფეთქების წერტილამდე მივიდა.

გაეროში ფეთქებადი მასალების ექსპერტმა გარეტ კოლეტმა, რომელიც გამოძიებასთან თანამშრომლობს, აღნიშნა, რომ შენობაში პროდუქტები ისე იყო განლაგებული, თითქოს თვითნაკეთი ბომბის აფეთქებას ელოდა. ექსპერტის თქმით, ამონიუმის ნიტრანტის აფეთქება ძალიან რთულია ერთჯერადი ცეცხლით, თუმცა დახურულ და დაბინძურებულ სივრცეში, მას შეუძლია კატასტროფული აფეთქება გამოიწვიოს.

ბეირუთიფოტო: Forensic Architecture, 2020

გაეროს წარმომადგენლის ცნობით, ლიბანის ხელისუფლებამ პორტში ქიმიური ნივთიერების დაუცველ მდგომარეობაში შენახვის შესახებ არაერთხელ მიწოდებული ინფორმაცია უყურადღებოდ დატოვა. ბრიტანელ გამომძიებელთა გუნდის ინფორმაციით, პირველად ლიბანის ოფიციალური სტრუქტურები 2014 წელს გააფრთხილეს, როდესაც პორტში ამონიუმის ნიტრატი შევიდა. მეორე გაფრთხილება 2015 წელს მოხდა, როდესაც სამედიცინო ექსპერტმა განაცხადა, რომ ნივთიერების 70% აღარ ინახება და პაკეტებში შენახული ნივთიერებამ გარეთ გამოვიდა. 2020 წლის თებერვალში კიდევ ერთი გაფრთხილება მოჰყვა, როდესაც გაზეთმა „ნიუ იორკ თაიმსმა“ გამოაქვეყნა ფოტოები, სადაც ამონიუმის ნიტრატის დახეული პაკეტები ჩანს.

ბეირუთის აფეთქების საქმე გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში უფლედამცველმა ორგანიზაციამ Legal Action Worldwide-მა შეიტანა. მათი განცხადებით, ისინი გამოხატავენ ათასობით ლიბანელის სურვილს –  დაისაჯონ დამნაშავეები და ჩატარდეს მიუკერძოებელი გამოძიება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend