მთავარიCOVID-19ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ Covid-19-ის სამკურნალოდ პრეპარატი „რემდესივირი“ დაიწუნა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ Covid-19-ის სამკურნალოდ პრეპარატი „რემდესივირი“ დაიწუნა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია პრეპარატ „რემდესივირით“ Covid-19-ის მკურნალობაზე უარს ამბობს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, ექსპერტების ჯგუფმა დაადგინა, რომ „რემდესივირით“ მკურნალობა სასურველ ეფექტს არ იძლევა:  არ მოქმედებს კორონავირუსზე და არ ამცირებს სიკვდილიანობის რისკს.

„რემდესივირის“ შემქმნელი კომპანია „გილეადის“ წარმომადგენლები ოქტომბრის ბოლოს აცხადებდნენ, რომ მათი პრეპარატით მკურნალობა აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ (FDA) დაადასტურა. მათი პრეპარატი აღიარა როგორც ამერიკის შეერთებულ შტატების მრავალმა ავტორიტეტულმა ორგანიზაციამ, ასევე ინფექციური დაავადებების ინსტიტუტმა იაპონიაში, დიდ ბრიტანეთსა და გერმანიაში.

„რემდესივირის“ ეფექტიანობის საკითხი დიდი ხნის განმავლობაში იყო განხილვის საგანი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას საკუთარ წინასწარ შეფასებებში არაერთხელ აღუნიშნავს, რომ „რემდესივირით“ მკურნალობა არ ამცირებს სიკვდილიანობის რისკსა და რაოდენობას.

სწორედ „რემდესივირით“უმკურნალეს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს.

„გილეადის“ განმარტებით, “რემდესივირი” რეკომენდირებულია იმ პაციენტებისათვის, რომელთა ასაკი 12 წელზე მეტია და რომელთაც ჰოსპიტალიზაცია სჭირდებათ. ამ პრეპარატის გამოყენება მხოლოდ სტაციონალურ პირობებშია დაშვებული.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend