მთავარიმსოფლიოსომხები მთიან ყარაბაღს ტოვებენ

სომხები მთიან ყარაბაღს ტოვებენ

სომხები ტოვებენ სოფელ ნორ მარაღას, რომელიც მთიანი ყარაბაღის კონფლიქტურ რეგიონში მდებარეობს.

რუსეთის შუამავლობით მიღწეული სამშვიდობო შეთანხმების თანახმად, სომხეთმა და ყარაბაღმა  აზერბაიჯანს აღდამის, ქალბაჯარისა და ლაჩინის ოლქები პირველ დეკემბრამდე უნდა დაუბრუნონ.

სომხები არ აპირებენ დაელოდონ ადგილის ახალ პატრონებს.

„თუკი, ყარაბაღი აღარ არსებობს, ჩვენ არც სახლი და არც სამშობლო არ გაგვაჩნია. ჩვენ ლტოლვილები ვართ,“ – ამბობს ნორ მარაღას მცხოვრები.

1994 წლიდან მთიან ყარაბაღსა და მის მიმდებარე ტერიტორიებს ეთნიკურად სომხები  აკონტროლებდნენ.

წლების განმავლობაში სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს ოკუპაციასა და ტერიტორიის მითვისებაში ადანაშაულებდნენ.

ფიზულიში, რომელიც 27 წელი სომხეთის მიერ იყო ოკუპირებული, აზერბაიჯანის ხელისუფლებამ დანგრეული შენობები დაათვალიერა.

„ეს ბარბაროსობაა. დანაშაულია კაცობრიობის წინააღმდეგ! ეს, ფაქტობრივად, სომხების სისასტიკესა და მათი პოლიტიური სისტემის ნამდვილ სახეს ასახავს. და ეს კადრები მთელ მსოფლიოში მედიის საშუალებით გავრცელდება,“ – განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტის საგარეო საქმეთა მრჩეველმა ჰიქმათ ჰაჯიევმა.

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმება ზოგისთვის სასიხარულო გამოდგა.

ეთნიკური სომეხი დევნილები, რომლებიც მთიანი ყარაბაღის დედაქალაქიდან – სტეფანაკერტიდან გაიქცნენ, საკუთარ სახლებში  ბრუნდებიან.

ამის საშუალებას მათ სამშვიდობო ხელშეკრულება აძლევთ.

ხოლო ეთნიკური აზერბაიჯანელები, რომლებმაც საკუთარი სახლები 90-იანი წლების დასაწყისში დატოვეს, აგდანსა და კელბაჯარში მას შემდეგ ბრუნდებიან, რაც აზერბაიჯანმა ეს ტერიტორიები დაიბრუნა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend