მთავარი მსოფლიო რუსმა სამხედროებმა მთიან ყარაბაღში სამშვიდობო მისიის შესრულება დაიწყეს

რუსმა სამხედროებმა მთიან ყარაბაღში სამშვიდობო მისიის შესრულება დაიწყეს

მთიან ყარაბაღში რუსმა სამხედროებმა  უკვე დაიწყეს სამშვიდობო მისიის შესრულება, რომელიც 5 წლის განმავლობაში უნდა გაგრძელდეს.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ის ტერიტორიები მოინახულა, რომლებიც აზერბაიჯანმა ახლახანს დასრულებული სამხედრო კონფლიქტის შედეგად დაიბრუნა. რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით,  სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის რუსეთის შუამავლობით გაფორმებული სამშვიდობო შეთანხმება  კონფლიქტში მონაწილე ორივე მხარეს  შესაძლებლობას აძლევს, რომ   მთიანი ყარაბაღის საკითხთან დაკავშირებით გრძელვადიან შეთანხმებას მიაღწიონ.

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მონიტორინგს 2000 რუსი სამშვიდობო ჯარისკაცი გაუწევს. მათ უკვე დაიწყეს სადამკვირვებლო პუნქტების მოწყობა.

ქალაქ ლაჩინის მოსახლეობის უმეტესობას დღემდე არ მიეწოდება დენი და წყალი.

მიუხედავად ამისა, ისინი  ქალაქის დატოვებას არ აპირებენ.

უახლესი

სხვა ამბები