მთავარიარჩევნები 2020ტვიტერის და ფეისბუკის დამფუძნებლებს კონგრესში იბარებენ

ტვიტერის და ფეისბუკის დამფუძნებლებს კონგრესში იბარებენ

პოპულარული სოციალური ქსელების ფეისბუკისა და ტვიტერის გენერალური დირექტორები მარკ ცუკერბერგი და ჯეკ დორსი ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წინაშე კიდევ ერთხელ წარდგებიან.

რამდენიმე კვირის წინ, სანამ ამერიკის შეერთებულ შტატებში არჩევნები ჩატარდებოდა, ფეისბუკის, ტვიტერისა და გუგლის ხელმძღვანელებს კონგრესმა მოუსმინა.

განხილვის საგანი კონსტიტუციის 230-ე მუხლის სავარაუდო შესწორება იყო, რომელიც ტექნოლოგიურ პლატფორმებს გარკვეულ იმუნიტეტს ანიჭებს, რადგან მომხარებლის მიერ გამოქვეყნებულ პოსტზე  იურიდიული პასუხისმგებლობისგან ათავისუფლებს.

ამერიკის კონგრესის იურიდიული კომიტეტის წინაშე ტექნოლოგიური გიგანტების ხელმძღვანელები ამჯერად რესპუბლიკური პარტიის მოთხოვნით წარდგებიან.

დისკუსიის მთავარი თემა, როგორც კომიტეტში აცხადებენ, „ცენზურა, ზეწოლა და 2020 წლის არჩევნები“ იქნება.

ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების დღიდან მოყოლებული ფეისბუკისა და ტვიტერის წარმომადგენლები სპეციალურ მონიშვნას უკეთებდნენ არჩევნებთან დაკავშირებულ საეჭვო  სტატუსებს, რომლებიც მათი აზრით აშკარა დეზინფორმაციას შეიცავდა. როგორც ტექნოგიგანტები განმარტავენ, ასე სურდათ თავიდან აეცილებინათ ის მასობრივი ქაოსი, რომელიც, სავარაუდოდ, სოციალურ ქსელში დეზინფორმაციის უკონტროლო გავრცელების შედეგად შეიძლებოდა შექმნილიყო.

ტვიტერი

მართალია პლატფორმებზე დეზინფორმაცია მაინც ვრცელდებოდა, მაგრამ სოცქსელებმა მათი მართვა მოახერხეს და შედეგად, პრეზიდენტ დონალდ ტრამპს დაუპირისპირდნენ.

რესპუბლიკური პარტიის წევრთა უმეტესობა თვლის, რომ ტვიტერი უსამართლოდ ნიშნავს როგორც ტრამპის, ისე სხვა მომხმარებლის სტატუსებს. ისინი მომხმარებლებს მოუწოდებენ, ტვიტერი გააუქმონ და  ახალ აპლიკაცია პარლერზე (Parler) გადავიდნენ.

ტვიტერი

უცნობია, დაესწრება თუ არა იურიდიული კომიტეტის მოსმენას  ახლად არჩეული ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი, რომელიც ამავდრიულად კონგრესის იურიდიული კომიტეტის წევრია და სილიკონის ველის ტექნოგიგანტების წინააღმდეგ აქტიური ბრძოლით გამოირჩევა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend