მთავარიCOVID-19ბაიდენი ტრამპს ძალების გაერთიანებისკენ მოუწოდებს

ბაიდენი ტრამპს ძალების გაერთიანებისკენ მოუწოდებს

კოვიდინფიცირებულების რაოდენობით მსოფლიოში ისევ ამერიკის შეერთებული შტატები დგას პირველ ადგილზეა – ინფიცირებულების რიცხვმა აქ 11 მილიონს გადააჭარბა. ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კი კვლავ არჩევნების გაყალბებაზე საუბრობს და საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულ კანდიდატ ჯო ბაიდენთან თანამშრომლობაზ უარს აცხადებსე. ჯო ბაიდენი კი ტრამპს ძალების გაერთიანებისკენ მოუწოდებს, რათა პანდემიის დროს ამერიკის ჯანდაცვის სისტემამ ეფექტური ფუნქციონირება შეძლოს. 

,,თუ ჩვენ შეთანხმებულად არ ვიმოქმედებთ, უფრო მეტი ადამიანი დაიღუპება… როგორ  გავართმევთ თავს 300 მილიონი ამერიკელის ვაქცინაციას? როგორია სამოქმედო გეგმა? ეს ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხებია. თუ ჩვენ გეგმის შესამუშავებლად 20 იანვარს დაველოდებით, ეს თვე-ნახევრით უკან დაგვწევს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, იყოს კოორდინაცია ჩვენსა და ამჟამინდელ ადმინისტრაციას შორის’’განაცხადა ჯო ბაიდენმა წამყვან ბიზნესმენებთან გამართულ ვირტუალურ შეხვედრაზე. ეს შეხვედრა ბაიდენმა ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისთან ერთად ჩაატარა პანდეემის დროს მცირე ბიზნესის გადარჩენის საკითხი განიხილა.

ტრამპი კვლავ პასიურობს და მედიაში განცხადებების გაკეთებისგან თავს იკავებს. თუმცა კოვიდ-19-ის ვაქცინის თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას ტვიტერზე გამოეხმაურა.

,,ახლახან კომპანია Moderna-მ  განაცხადა, რომ კიდევ ერთი ვაქცინა შეიქმნა, რომელიც 95%-თ ეფექტიანია. მინდა ვუთხრა დიდ ისტორიკოსებს, რომ ყველა ეს აღმოჩენა, რომელმაც ბოლო მოუღო ჩინურ ჭირს, სწორედ ჩემი პრეზიდენტობის პერიოდში მოხდა,’’- დაწერა ტვიტერზე დონალდ ტრამპმა

ამერიკაში მადლიერების დღის მოახლოებასთან ერთად, კოვიდ-19-თან დაკავშირებული შეზღუდვები იცვლება. ინფექციის ახალი ტალღა რომ როგორმე შეაჩერონ, ბიზნესები იკეტება, მოსახლეობას ურჩევენ, თავი შეიკავონ მოგზაურობისაგან, დარჩნენ სახლში და დაიცვან სოციალური დისტანცია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend