მთავარიმსოფლიომთიანი-ყარაბაღის სომეხი მოსახლეობა საკუთარ სახლ-კარს წვავს

მთიანი-ყარაბაღის სომეხი მოსახლეობა საკუთარ სახლ-კარს წვავს

რუსეთის შუამდგომლობით დადებული სამშვიდობო ხელშეკრულების თანახმად, სომხეთის კონტროლის ქვეშ მყოფი მთიანი ყარაბაღის რეგიონის ნაწილი აზერბაიჯანს გადაეცემა. ეთნიკურად სომეხი მოსახლეობა საკუთარ კარ-მიდამოს ტოვებს. ბევრი მათგანი საკუთარ სახლ-კარს ანადგურებს.

ვაჰე მკრტჩიანმა საკუთარ მშობლიურ სახლ-კარს ცეცხლი მას შემდეგ წაუკიდა, რაც გაიგო, რომ ეს ტერიტორია აზერბაიჯანის შემადგენლობაშია.

 „არ მინდა, ტერორისტებს რამე დავუტოვო – მათ ვინც ჩემი ძმები და დები დახოცეს. ვინც სახლი წამართვა,“ – ამბობს ვაჰე.

ასე მოიქცნენ ვაჰეს მეზობლებიც. სამეზობლოში თითქმის ყველა შენობას ცეცხლი უკიდია.

სომეხი მოსახლეობის ევაკუაცია უკვე მიმდინარეობს. ქელბაჯარი რუსეთის მოლაპარაკების საფუძველზე მალე აზერბაიჯანის შემადგენლობაში გადავა.

ამ რეგიონში ეს გრძნობა უცხო არ არის – წლების განმავლობაში აქ  სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ომი მიმდინარეობდა.

წლების წინ სომხებმა აზერბაიჯანელები რეგიონიდან განდევნეს და საკუთარ ტერიტორიად გამოაცხადეს. მიუხედავად ამისა, დაპირისპირება დღემდე არ დასრულებულა.

ჰაირაპეტი 30 წლის განმავლობაში იბრძოდა აზერბაიჯანელების წინააღმდეგ დადივანისა და მსგავსი სადაო ტერიტორიების დასაკავებლად. მე-13 საუკუნის სომხური მონასტერი რუსეთის შუამავლობით მიღწეული შეთანხმების მიხედვით, აზერაბიჯანს გადაეცა. შესაძლოა, ამ შეთანხმებამ კონფლიქტი დაასრულა, თუმცა ამ რეგიონში საბოლოოდ მშვიდობა რომ ჩამოვარდეს, ეს საკმარისი არ არის.

ომის ვეტერანი ჰაირაპეტ მარგარიანი თვლის, რომ მშვიდობას მხოლოდ სამართლიანობის აღდგენა მოიტანს.

 „ოცდამეერთე საუკუნეში ვცხოვრობთ. ევროპაში მუდმივად საუბრობენ სამართალზე, პატიოსნებაზე, და ადამიანობაზე. ეს ყველაფერი ჩვენც გვჭირდება. მხოლოდ სამართლიანობის აღდგენის შედეგ შევძლებთ მშვიდობით ცხოვრებას.“

“ევრონიუსი” გაესაუბრა სომეხ ჯარისკაცებს. ისინი ფიქრობენ, რომ საბოლოო დასკვნის გაკეთება ჯერ ადრეა და რომ მედიას მხოლოდ მაშინ გაესაუბრებიან, როცა დაკარგულ მიწებს დაიბრუნებენ.

ვაჰეც იმედოვნებს რომ ერთ მშვენიერ დღეს ისევ დაბრუნდება იქ, სადაც დაიბადა. თუ თვითონ ვერ დაბრუნდა, მისი შვილები მაინც დაბრუნდებიან.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend