მთავარი მსოფლიო დონალდ ტრამპი არჩევნების შედეგებს ისევ არ აღიარებს

დონალდ ტრამპი არჩევნების შედეგებს ისევ არ აღიარებს

პრეზიდენტი დონალდ ტრამპი,  დაძაბული საარჩევნო პერიოდის შემდეგ, განტვირთვას გოლფის მოედანზე ცდილობს.  ოპონენტები კი ტრამპს მოუწოდებენ,  3 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვება აღიაროს. 

14 ნოემბერს ტრამპის ტვიტერის სტატუსს დიდი გამოხმაურება მოჰყვა.  ,,ბაიდენმა მოიგო’’ – დაწერა მან, თუმცა მოგვიანებით დაამატა, რომ  უკან დახევას არ აპირებს.

,,მან იმიტომ მოიგო, რომ არჩევნები გაყალბდა. არ დაუშვეს დამკვირვებლები. ბიულეტენები დაითვალა  მემარცხენე რადიკალურმა კერძო კომპანია ,,დომინიონმა’’, რომელსაც ცუდი რეპუტაცია და გაუმართავი ტექნოლოგია აქვს. ეს ტეხასის შტატისთვისაც კი არ არის შესაფერისი (რომელშიც, სხვათა შორის, დიდი უპირატესობით მოვიგე). ამას ემატება ყალბი მედიასაშუალებები, რომლებიც ამ საკითხთან დაკავშირებით არაფერს ამბობენ.“ – განაცხადა დონალდ ტრამპა.

ამერიკის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კვირას, 14 ნოემბერს, ეკლესია ისე დატოვა, რომ ტრამპის სტატუსებზე კომენტარი არ გაუკეთებია. 13 ნოემბერს საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ 3 ნოემბრის არჩევნები,,ყველაზე დაცული არჩევნები იყო ამერიკის ისტორიაში’’ და ,,არ არსებობს რამე მტკიცებულება იმის თაობზე, რომ ხმის მიცემის სიტემამ რომელიმე ხმა წაშალა, ან დაკარგა. საარჩევნო ადმინისტრაციის წარმოამდგენლების განმარტებით, ბაიდენმა ადვილად გადალახა საარჩევნო კოლეგიის 270 -ხმიანი ბარიერი და მთელი ქვეყნის მასშტაბით კონკურენტზე 5 მილიონით მეტი ხმა მიიღო.

დონალდ ტრამპის ტვიტერზე გამოქვეყნებული სტატუსის შემდეგ, ვაშინგტონში შაბათს, 13 ნოემბერს, რესპუბლიკელების ათასობით  მხარდამჭერმა  საპროტესტო აქცია გამართა. დემონსტანტები ეთანხმებიან ტრამპის მიერ არჩევნების გაყალბების თაობაზე გაკეთებულ განცხადებებს. პროტესტის მონაწილეებს მოგვიანებით შეუერთდნენ ულტრამემარჯვენე ჯგუფები. მათ შორის იყვნენ ე.წ. ,,ამაყი ბიჭები’’, რომელთა ნაწილსაც  ჩაფხუტები ეხურა და ტყვიაგაუმტარი ჟილეტები ეცვა. დემონსტრაციამ მთლიანობაში მშვიდობიანად ჩაიარა. თუმცა  გაჩნდა გარკვეული დაძაბულობაც მას შემდეგ, რაც ტრამპის მხარდამჭერებს და კონტრსაპროტესტო  აქციის მონაწილეები დაუპირისპირდნენ.

უახლესი

სხვა ამბები