მთავარი მსოფლიო არჩევნები მოლდოვაში

არჩევნები მოლდოვაში

მოლდოვას საპრეზიდენტო არჩევნებში პროევროპული ორიენტაციის მქონე კანდიდატმა მაია სანდუმ გაიმარჯვა.

წინასწარი შედეგები აჩვენებს, რომ მან ხმათა 57 პროცენტი მიიღო, მოქმედმა პრორუსული ორიენტაციის მქონე პრეზიდენტმა  იგორ დოდონმა კი – 43 პროცენტი.

დედაქალაქ კიშინიოვში სანდუმ  ხმის დაახლოებით 60% მიიღო, ხოლო ყველაზე მეტი ხმა –  90% -ზე მეტი, მას მოლდოველმა ემიგრანტებმა მისცეს.

მაია სანდუმ პრესკონფერენციაზე განაცხადა:

„დღეს მოლდოველების გაერთიანების მოწმე გავხდით, მიუხედავად კრიზისისა, მიუხედავად სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი უნდობლობისა და ბინძური საარჩევნო კამპანიისა, უამრავი ხალხი ხმის მისაცემად მივიდა, როგორც ქვეყნის, ისე დიასპორის მასშტაბით ”.

როგორც წინასწარი შედეგები აჩვენებს, არჩევნების მეორე ტურში რეკორდული რაოდენობის ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ. დამკვირვებლების ინფორმაციით, პროცესი არ იყო გამჭვირვალე, იყო დარღვევები, მათ შორის ხმების გაყალბება და ამომრჩეველთა ტრანსპორტით ორგანიზებულად გადაყვანა.

 

იგორ დოდონმა საზოგადოებასთან ოპტიმისტური და განსხვავებული ტონით საუბარი არჩია:

„იყო ზღვარგადასული სიძულვილი დ აგრესია. მაგრამ არჩევნები უკვე დასრულებულია. ყველას მოვუწოდებ, სიმშვიდე შეინარჩუნონ. ჩვენ მოლდოვის რესპუბლიკაში მშვიდობა გვჭირდება და არა დესტაბილიზაცია.“

რა ცვლილებებს მოუტანს ბოლო საპრეზიდენტო არჩევნები ქვეყანას, მოლდოველების ამის შეფასებას მხოლოდ მომდევნო არჩევნებზე შეძლებენ. საქმე ისაა, რომ ქვეყნის პრეზიდენტის როლი მოლდოვაში სიმბოლურია და მაია სანდუ  დიდი უფლებამოსილებით ვერ ისარგებლებს, რადგან  იგორ დოდონის სოციალისტური პარტია პარლამენტში  კვლავ უმრავლესობით არის წარმოდგენილი. თუმცა გარკვეულწილად შესუსტებულია მისი უფლებამოსილება,  როგორც მთავრობაში, ისე საკანონმდებლო ორგანოში.

 

 

უახლესი

სხვა ამბები