მთავარი მთავარი ამბავი სომხეთში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს

სომხეთში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს

 

სომხეთის დედაქალაქში ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების გასაპროტესტებლად ათასობით დემონსტრანტი შეიკრიბა.

 

საპროტესტო აქციები, რომლებიც უკვე სამი დღე გრძელდება, ექვსკვირიანი ბრძოლის შეწყვეტის ხელშეკრულების გაფორმებას მოჰყვა. ხელშეკრულების თანახმად, სომხეთმა მრავალწლიანი კონფლიქტური მთიანი-ყარაბაღის ტერიტორიის ნაწილი აზერბაიჯანს უნდა გადასცეს. მთიანი-ყარაბაღი აზერბაიჯანის ტერიტორიაზეა და 1994 წლის დაპირისპირების შემდეგ მას სომეხი სეპარატისტები აკონტროლებდნენ.

 

კრემლის შუამდგომლობით მიღწეული შეთანხმების მიხედვით, სომხეთმა კონფლიქტური რეგიონის ნაწილზე კონტროლი აზერბაიჯანს უნდა დაუთმოს.

 

ბაქოში, აზერბაიჯანის დედაქალაქში, ამ გადაწყვეტილებას აღფრთოვანებით შეხვდნენ. თუმცა სულ სხვა სურათია სომხეთში. დემონსტრანტები მთავრობის შენობებში შეიჭრნენ. ისინი შეთანხმების გაუქმებას მოითხოვენ.

 

ოთხშაბათს გამართულ საპროტესტო აქციაზე ოპოზიცია პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას მოითხოვდა. მათ მიაჩნიათ, რომ შეთანხმება დამამცირებელი და ღალატის ტოლფასია.

 

გვიან საღამოს პარლამენტი  ფაშინიანის გადაყენების საქმის განსახილვევლად საგანგებოდ შეიკრიბა, მაგრამ მათ ამისთვის ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ დააგროვეს, რადგან პარლამენტში 132 ადგილიდან 88 სწორედ ფაშინიანის ფრაქციას უკავია.

 

სომეხმა სამართალდამცველებმა ხუთშაბათს 10 ოპოზიციონერი პოლიტიკოსი დააკავეს მასობრივი არეულობის შექმნის ბრალდებით. ოპოზიციური პარტიის წევრმა ნაირა ზოგრაბიანმა 12 ნოემბერს მიტინგზე განაცხადა, რომ დაკავებულები პოლიტპატიმრები არიან. მისთვის აქციის დარბევა მიუღებელია.

უახლესი

სხვა ამბები

რისკის ჯგუფი